(ვიდეო) – რა მოხდა ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში? – “ეს სასაკლაოა”

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნისს წინ ქუთაისში. ხონელიძის სახელობის კლინიკაში 26 წლის ქალის ოჯახის წევრები მივიდნენ და ექიმების დასჯა მოითხოვეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სწორედ მშoბიარობის შემდეგ დამძიმდა და მას ოთხი ოპერაცია გაუკეთეს. “გვეუბნებიან, კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო… მეხუთე ოპერაცია სჭირდებაო. საკეისრო ხო გავუკეთე, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მეო, მახარობელი […]
ჯიუტი: მკაცრად ვემიჯნებით ყოველგვარ დისკუსიას უკვე მიღებული რუსული კანონის გარშემო

მოძრაობა ჯიუტი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებმა 10-მდე წარმომადგენელი უნდა გამოყონ კობახიძესთან საჯარო დისკუსიისთვის რუსული კანონის შესახებ. ჯიუტი წერს, რომ მსგავსი შეთავაზება სინამდვილეში სატყუარაა კანონისთვის ლეგიტიმაციის შესაძენად. “მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონის გარშემო. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც […]
კობახიძე: ვთავაზობ ახალგაზრდებს საჯარო დისკუსიისთვის ათამდე ადამიანის გამოყოფას

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სთავაზობს ათამდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის გამოყოფას, რომელიც ჩაერთვება რუსული კანონის ირგვლივ გამართულ საჯარო დისკუსიაში. ამის შესახებ კობახიძე ვრცელ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრემიერმინისტრის თქმით, კანონის ირგვლივ წინააღმდეგობრივი ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა, ხოლო ადამიანები, რომლებიც აქამდე გამჭვირვალობის კანონპროექტს რუსულად მიიჩნევდნენ, ახლა თვლიან, რომ კანონი რუსული არ არის და […]
პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია – ლევან დავითაშვილი

„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს” – […]
მაიკლ როთი – ევროკავშირის მხრიდან ყველაზე ცუდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მთავრობასთან ამ კანონპროექტში შესწორებებზე მოლაპარაკებების დაწყება

ევროკავშირის მხრიდან ყველაზე ცუდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მთავრობასთან ამ კანონპროექტში შესწორებებზე მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა. „როდესაც საქართველოს გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პირობა იყო. ამ მომენტისთვის მათგან არც ერთი არ შესრულებულა. პირიქით, კონკრეტული უკან გადადგმული […]
ლევან დავითაშვილი – პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ დინამიკასთან, ეკონომიკის პროგრესთან და ეკონომიკურ პოლიტიკასთან. სამწუხაროდ, ის მოწოდებები, რომლებიც ოპონენტების მხრიდან ისმის, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მოვლენებზე – ეს არის, პრინციპში, გამიზნული პოლიტიკა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდება პოლიტიკის მორალურ ჩარჩოებს ანუ ყველა გზით მიზნის მიღწევა, ვფიქრობ, არ არის მთლად ღირსეული და საქმე ზუსტად ამასთან გვაქვს, – […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
მამა ზაქარია ვეტერანებს – მინდა, თქვენს ოჯახებს, თქვენს დედებს გადავუხადო მადლობა, თქვენი სამშობლოსთვის თავგანწირული კაცების და ქალების აღზრდისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი,დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ, სადაც ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით […]
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. საზეიმო მსვლელობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. „ ოზურგეთში, თანამოქალაქეებთან და […]
გურიაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა

გურიაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონის საკათედრო ტაძრებში აღევლინა პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო საერთო მსვლელობა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, პარაკლისს დაესწრო და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.