ირაკლი ღარიბაშვილი – პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადია – პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება – რაც ვიცი, აპირებს, საფრანგეთში წავიდეს

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის ის ქართველად და მე რაც ვიცი, ის აპირებს, რომ წავიდეს საფრანგეთში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, არ დაურთოს ვეტოს მოტივირებული […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, პატრიარქისადმი მადლიერება გამოვხატო, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა – ეს მნიშვნელოვანია, გამოჩნდა, სად დგას ჩვენი ხალხი

მინდა ჩვენი პატრიარქისადმი მადლიერება გამოვხატო, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა. მისი განმარტებით, რუსთავში შეხვდა პარტიის აქტივს, სადაც ქვეყანაში მომდინარე მოვლენებზე, საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს. ღარიბაშვილის თქმით, მთავარი განსახილველი თემა არჩევნები იყო, […]

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს მიუთითებს, რომ არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი

სად არიან ეს ადამიანები [ოპოზიცია], სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი რეალურად არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საბოლო ვარიანტში ასახულ ცვლილებებთან […]

„ფორმულის“ პროდიუსერი აქციებთან დაკავშირებით კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაიბარეს. დეტალები მისთვის უცნობია. „კრიმინალური პოლიციიდან დამირეკეს, გამოკითხვაზე გიბარებთო… მითხრეს, რომ აქციებს უკავშირდება, დეტალებს რომ მოხვალ, გეტყვითო“, – ამბობს საღინაძე. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელს, რომელიც „ფორმულის“ პროდიუსერს ესაუბრა. კაცმა, რომელმაც დაადასტურა, რომ შსს-ს თანამშრომელია, […]

თბილისში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან, თუმცა მანამდე სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობას მოაწყობენ. უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტების მსვლელობა „მზიურის“ პარკიდან 15:00 საათზე. ასევე, პარლამენტისკენ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 17:00 საათზე, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ – ექიმები, ექთნები, რეზიდენტები. […]

დონალდ ტუსკი – პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკმა პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. „რუსეთთან და ბელარუსთან […]

ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა

ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში გამართულ ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა. მათ შორის სამი ევროპელია. ამის შესახებ reuters-ი ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს. როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, „სატანისტურ შეკრებაზე“ მონაწილეები სატანიზმის სიმბოლოიანი ტანისამოსითა და აქსესუარებით იყვნენ წარმოდგენილი. ასევე აღმოჩენილია ალკოჰოლი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

სად გააქვთ ბანანი საქართველოდან – ექსპორტიორი ქვეყნები

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 11 882 600 დოლარის ღირებულების 13 887.62 ტონა ბანანი იმპორტირდა. იმპორტირებული ბანანის 24.20% ( 3 362.13 ტონა) რეექსპორტზე გავიდა. ყველაზე მეტი, ირანსა და თურქმენეთში ექსპორტირდა. ის ქვეყნები, სადაც საქართველოდან ექსპორტირებული ბანანი შევიდა, შემდეგნაირად გამოიყურება: ირანი – $802 140-ის ღირებულების 1 111.86 ტონა თურქმენეთი – $570 250-ის ღირებულების 670.68 ტონა აზერბაიჯანი […]

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, არასწორი მიდგომაა, ასეთი მუქარა, შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, ეს მიდგომა უკვე არის არასწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, მუქარა თუ შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს. „არა […]

ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია

ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „წარადგენს ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მომავალმა პარლამენტმა უნდა გადადგას და შესთავაზებს […]