ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში ქვემო ქართლის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. „დღეს კარგი […]

ფონსეკა “მილანთან” ახლოს – “როსონერის” პორტუგალიელმა თანხმობა უთხრა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას, რომ “მილანი” და “ლილის” ამჟამინდელი თავკაცი პაულო ფონსეკა შეთანხმებასთან ახლოს არიან. პორტუგალიელს “როსონერის” პროექტი ძალიან მოსწონს და მოლაპარაკებებიც შედეგიანად მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, 51 წლის მენეჯერი კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და “სან სიროზე” სტეფანო პიოლის შეცვლის. ფონსეკა სერია A-ში უკვე მუშაობდა, როდესაც 2019/21-წლებში “რომას” წვრთნიდა.

ოზურგეთელი მოჭიდავე ნიკოლოზ კუტუბიძე ევროპის ჩემპიონია

ჭიდაობის კლუბ ,,ზვანელები”-ს ფალავანი, ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე 15 წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან რუსი მეტოქე ანგარიშით 4 : 1 დაამარცხა. “ვულოცავ ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას!” – წერს სოციალურ ქსელში გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი – სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია – საჭიროა დისკუსია, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, დისკუსია და დიალოგი აუცილებელია. […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა? – ვინც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა! – მჯერა, რომ ძალადობრივი ფაქტები გამოძიებული იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარ ძალადობას გმობს და ემიჯნება. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. „ვგმობ ძალადობას და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან ახლა, რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, ფაქტებზე, რომელიც რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის მხრივ გამოძიებას და მე მჯერა, რომ გამოძიებული იქნება ყველა ეს ძალადობრივი […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მიუღებელია, როდესაც ჩამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან – ხალხმა უნდა იცოდეს, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის მინიმუმ 50% ბრიუსელს გადასცემს

თქვენ ვინ ხართ? საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს? – ეს დამოკიდებულება აქვთ – შეიძლება იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს და თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციებზე სიტყვით გამოდიან. „ყველამ ვიხილეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა […]

„არა რუსულ კანონს“ – დედაქალაქში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

დღეს, 18 მაისს, თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა – ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაანონსებული. გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკში 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან. ამავდროულად, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიადან“ რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ.

უკრაინა ელექტროენერგიის რეკორდულ იმპორტს გეგმავს – მიზეზები

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს, განცხადებით, ქვეყანაში ენერგონფრასტრუქტურის დაზიანების გამო უკრაინა 5 ევროპული ქვეყნიდან ელექტროენერგიის რეკორდულ იმპორტს გეგმავს. რუსეთის ავიაიერიშებისა და საარტილერიო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მძიმედ დაზიანებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ცნობისათვის, მარტში რუსეთის მიერ უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევების შემდეგ, უკრაინამ პარტნიორებისაგან 18 649 მეგავატსაათი სიმძლავრის ელექტროენერგია შეიძინა. აღნიშნული სიმძლავრის გაზრდა […]

ოლეგ ჟდანოვი – პუტინმა შეცვალა უკრაინაში ომის პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს

უკრაინა – რუსეთის ომის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა. – ბატონო ოლეგ, უკრაინა-რუსეთის ფრონტებიდან საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. რუსული მედიის ინფორმაციით რუსულ შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ხარკოვის მიმართულებაზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას უკრაინა – რუსეთის ფრონტებზე? რადგან აქტუალურია ხარკოვის მიმართულება, ამ თემით დავიწყოთ საუბარი… – დღეისათვის ხარკოვის მიმართულებაზე ვითარება სტაბილიზებულია. დღეისათვის […]