სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკან დღესვე გადაეგზავნება. “დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსით, თავისი სულისკვეთებიუთ არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენ ევროპულ გზაზე, ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად […]

როგორ ვითარდება პადელი საქართველოში? – ფედერაციის განმარტება

პადელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი “საჩოგნო” სპორტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ევროპის მასშტაბითაა. სპორტის ეს სახეობა, რომელიც წყვილთა ფორმატში იმართება და ქულების მინიჭების სისტემით ჩოგბურთს ჰგავს, საქართველოში პანდემიამდე გახდა აქტუალური და ეროვნული ფედერაციაც შეიქმნა, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის წევრია. სპორტის ამ სახეობისა და ფედერაციის პოტენციალზე საქართველოში BMGDrive-ის ეთერში საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის სპორტული დირექტორი, დავით ყიფიანი […]

მედია – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექიმები ბრატისლავაში მის ტრანსპორტირებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. როგორც ცნობილია, ფიცოს პარასკევს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან […]

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შვეიცარიაში გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შედგენას მოელის. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, საუბარია თავისუფალ ნავიგაციაზე, ბირთვულ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტყვეების გაცვლასა და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაზე. „თუ სამიტიდან აღნიშნული სამი ნაბიჯით დავბრუნდებით, თუ ქვეყნების უმრავლესობა ამ პოზიციებზე შეთანხმდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთი მათ აღარ დაბლოკავს და გარკვეულ სახელმწიფოებთან ერთად […]

საფრანგეთმა აზერბაიჯანს ბრალად დასდო თავის ტერიტორიაზე – ახალ კალედონიაში ძალადობის გაღვივება ინტერნეტში კამპანიის გზით

საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აზერბაიჯანი თავის საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში იმით, რომ მიმართავს დეზინფორმაციის კამპანიას, რაც, პარიზის აზრით, აქეზებს მის ტერიტორიაზე, ფიჯისა და ავსტრალიას შორის მდებარე ახალ კალედონიაში, სისხლიან არეულობას. 17 მარტს საფრანგეთის სამთავრობო სააგენტომ განაცხადა, რომ საფრანგეთმა მიაკვლია „მასშტაბურ და კოორდინირებულ“ კამპანიას ინტერნეტში, რომელიც საფრანგეთის პოლიციას ბრალად სდებს, რომ რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები დახვრიტა. […]

ხორვატიის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მმართველმა „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენე მოძრაობა „სამშობლოსთან“ ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც პლენკოვიჩმა პოსტი მესამე ვადით შეინარჩუნა. ახალ მთავრობას მხარი 79-მა დეპუტატმა 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ცნობისთვის, პარტია „სამშობლოს“ წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის პირველად არიან. ისინი სოფლის მეურნეობის, დემოგრაფიისა და ორ უწყებად […]

„პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. მან პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. „რუსეთთან და ბელარუსთან 400 კილომეტრის […]

ცნობილია სისხლის სამართლის ის მუხლები, რომლითაც აქციაზე მყოფ ადამიანებს შსს იბარებს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. იმის მიუხედავად, რომ უწყება არ ამხელს, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც გამოკითხვაზე დაიბარეს, სოციალური ქსელით გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული უწყების ფოტო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ის დაბარებულია ცენტრალური კრიმინალური […]

საქართველოს პრეზიდენტი 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 18:00 საათზე ორბელიანების სასახლეში შეხვდება.

ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, არის მიუღებელი – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, სავარაუდო ძალადობის ფაქტებს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება. “მე ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მე მჯერა რომ გამოძიებული იქნება ეს ძალადობრივი ფაქტი, არის მიუღებელი. რომელი ძალა გველაპარაკება ჩვენ? – რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა და […]