ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ კანონი არ მიიღოს – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ უნდა იქნეს. „ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, – წერს მარგუს ცაჰკნა.
სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება

საქსტატის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. ბოლო 20 წლის მანძილზე, სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 237 078-ით შემცირდა. თუ 2004 წელს სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 1 717 700-ს შეადგენდა, 2023 წელს მათი რაოდენობა 1 480 622-მდე შემცირდა. წლების მიხედვით სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა შემდეგნაირად გამოიყურება; 2001- 1 807 200 მცხოვრები 2002- 1 744 200 მცხოვრები 2003- 1 730 600 […]
FT: 4 ევროპული ქვეყანა EU-ს საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების მიღებას შესთავაზებს

Financial Times-ის ცნობით, რუსული კანონის მიღების გამო ოთხი ევროპული ქვეყანა – ესტონეთი, ჩეხეთი, შვედეთი და ნიდერლანდები შემდეგ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების მიღებას შესთავაზებს. როგორც ცნობილია, განიხილება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც. აღნიშნულ ინფორმაციას, Financial Times-ი დისკუსიებში ჩართულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წარდგენილი შემაკავებელი ზომები უვიზო მიმოსვლის შეჩერების გარდა ასევე მოიცავს სანქციებს […]
პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, […]
როლანდ პრაისი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის პირველი ფაზის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, (ESPIRE)-ს პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ […]
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Imex Frankfurt 2024 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Imex Frankfurt 2024-ზე ბიუროს წევრი 10 კომპანია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. სამ დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, საქმიანი ტურიზმის […]
ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება“, – განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში 28 მაისს შევა. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ორი ევროპული სახელმწიფო, ესპანეთი და ირლანდია აღიარებს.
სოფლის მეურნეობის გამოფენა CASPIAN AGRO 2024-ზე მონაწილეობა 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო

ქ. ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, CASPIAN AGRO 2024-ზე მონაწილეობა 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. “საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან […]
FT: EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს

გამოცემა Financial Times წერს, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას. კერძოდ, სტატიაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ უგულებელყო რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები და აგრძელებს მუშაობას საკამათო კანონთან დაკავშირებით, რომელიც “მსგავსია რუსეთში მოქმედი კანონისა”. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, […]
მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვისელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი […]