BOG-ის მხარდაჭერით, სი აი ჯი ვაზისუბანში 14 და 15-სართულიან ორ კორპუსს აშენებს (რ)

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას განაგრძობს. ფინანსური ინტიტუტის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი, 3,364 კვ.მ ფართობზე ორ – 14 და 15-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს, ჯამში […]
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა (რ)

სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველ დღე გვხდება პოსტები იმის შესახებ, რომ ახლობელ თუ უცნობ ადამიანებს ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ კრიტიკული დაავადების დასამარცხებლად. “თიბისი დაზღვევა“ იმ ადამიანებს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ვის გადარჩენაშიც შეიძლება შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული. დოკუმენტური ფილმების სერიაში ისინი გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ რა გზა გაიარეს დაავადების დადასტურებიდან დამარცხებამდე და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არც კიბო […]
“ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ” – იაგო კაჭკაჭიშვილი

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო – ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე “ქართული ოცნების” პასუხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, უტიფრობის კიდევ ერთი მასტერკლასი ვნახეთ “ქართული ოცნებისგან”. “აშშ-ის მისამართით გაკეთებულ ოფიციალურ […]
ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება. „თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო […]
+29, +31 გრადუსი – ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, […]
კახა კალაძე – თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან – საქართველოს თავი დაანებონ

თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის […]
თბილისში, ივლისში 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს – რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

ივლისის თვეში დედაქალაქში 50 საბავშვო ბაგა-ბაღი იმუშავებს და ბაღების თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივლისის თვეში მომუშავე 50 საბავშვო ბაღი 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. „თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს […]
ნორვეგიის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფო ესპანეთმა და ირლანდიამაც აღიარეს

ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები ავრცელებენ. „დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი აცხადებენ, რომ ჩვენ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ. თითოეული ჩვენგანი ახლა ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით კი, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ მისი […]
კახა კალაძე – თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ამას მივესალმებით – თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება

მოხარული ვიქნებით თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ აშშ-ში შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებთან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები საქართველოსთან მისასალმებელი იქნება. „როდესაც […]
სტუ-ს საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის ოთხი ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სტუ-ს ცნობით, საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში […]