ლიეტუვის სეიმი EU-ს მოუწოდებს, რუსული კანონის საპასუხო ზომები განიხილოს

ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის მიღების გამო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, არსებითად ეკვივალენტურია რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონის და შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან“. სეიმმა კატეგორიულად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და […]

მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგისგან თითქმის 16 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მოითხოვს

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელმა მიხაილ ფრიდმანმა ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა. როგორც გამოცემა “ვედომოსტი” წერს, ფრიდმანი თვლის, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ადვოკატებმა ლუქსემბურგის ხელისუფლებას შეტყობინება ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. წყაროების თანახმად, ფრიდმანის […]

რატი იონათამიშვილი – „ნაცები“ მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან – მგონია, სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ

„ნაცებს”, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, “უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს”. “ნაცებს”, […]

ნინო თანდილაშვილი UN FAO-ს ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესიას დაესწრო

იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის რიგით 34-ე სესია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაბალი ემისიის და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების გაძლიერებაში ინოვაციებისა და […]

რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე. სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილებას 27 მაისამდე ვერ შეძლებენ. „23 მაისის 23:00 საათიდან 24 მაისის 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის […]

არ გვეშინია – ამბობენ „ქართულ ოცნებაში“ რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციაზე

სახელისუფლებო პარტიის, “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ არ ეშინიათ თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების. ასე გამოეხმაურნენ ისინი რადიო თავისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“. „ქართული ოცნების“ გუნდს არ ეშინია არავითარი არც ინფორმაციის გავრცელების და არც გამჭვირვალობის… ვისაც რა უნდა, ის გაასაჯაროოს. ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, […]

კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბის“ 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. კამპანიის ფარგლებში ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გაანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. 22 მაისიდან – 4 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს „კარფურის“ ყველა ფილიალში 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ – […]

კახა კალაძე სისულელეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“, სისულელეს უწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა: „სერიოზული კითხვები გაქვთ?“. „სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ ვუპასუხო“, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წყარო „რადიო თავისუფლების“ […]

ნინო წილოსანი – სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი – რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს

სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი – რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს. ვეტო იმისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ისეთივე აბსურდი გაემეორებინათ, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს. წილოსანის თქმით, […]

108 სტუმარი დაბადების დღეზე, მათ შორის, დე ლაურენტისი და სპალეტიც – ზელინსკი “ნაპოლის” გრანდიოზულად დაემშვიდობა [VIDEO]

რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი კარიერას “ინტერში” გააგრძელებდა. პოლონელი “ნერაძურის” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. გუშინ ზელინსკი 30 წლის გახდა და დაბადების დღეზე 108 სტუმარი მოიწვია, მათ შორის იყვნენ თანაგუნდელები, მისი პოლონელი მეგობრები, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. “ნაპოლი”, […]