FP: დიდი ალბათობით, ოქტომბერში ევროკომისია არ დაადასტურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს

Foreign Policy-ს ცნობით, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ კანონს არ გაიწვევს, ოქტომბერში შესაძლოა ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ დაუდასტუროს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროკავშირის მაღალი თანამდებობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირში განიხილავენ სხვადასხვა შემაკავებელ ზომებს იმ შემთხვევაში ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევს. Foreign Policy-ს ცნობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ დადასტურება მოვლენათა განვითარების ყველაზე […]

რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საბა ბუაძე – ჩვენ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულად არ მიგვაჩნია! – ჩვენს კვლევაში ერთიანი სია არც კი დატესტილა და აღნიშნული საკითხი კვლევის საგანი არ ყოფილა

ჩვენ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულად არ მიგვაჩნია! – ჩვენ გვჯერა, რომ ხელისუფლების დამარცხებას ამ მართლა სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე რამდენიმე პროევროპული ცენტრის ჩამოყალიბებით შევძლებთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ განუცხადა. რაც შეეხება „ლელოს“ შიდაპარტიულ კვლევას, რომელზეც დღეს მედიასთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ისაუბრა, ბუაძის თქმით, „ლელოს“ კვლევაში ერთიანი სია […]

რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში, სადაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში, სადაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩხრეკა ჩატარდა დუმბაძის ქუჩაზე განთავსებულ იმ ავტომობილში, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეკუთვნის. მოკლულები არიან დედა-შვილი: ინგა ბეგაშვილი და მარიამ სოფრომაძე. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით,, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, მკვლელობა დღეს, სკვერში, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ეტაპობრივად ხუთი გასროლის […]

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა. მათივე ცნობით, 2024 წლის 6 ივნისიდან ქრისტიან როიდერი ხულიან ფერნანდესს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ („ეიპიემ ტერმინალს ფოთის“) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე შეცვლის და „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი გახდება. ინფორმაციის თანახმად, ქრისტიანი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს შემოუერთდა, როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. ასევე, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, მენესო და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ, ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ […]

სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი” 110 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს – როგორია მოთხოვნა?

ბათუმში, 7 წლის წინ გახსნილი, სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი” დღეისთვის 110 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წლის 22 მაისს, ზუსტად 7 წლის წინ, მეტრო ჰოლდინგმა აჭარის რეგიონში პირველი სავაჭრო ცენტრი გახსნა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობდა 2015-16 წლებში და პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 100 მლნ დოლარი შეადგინა. პირველი წლისთვის […]

ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს… პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიონ – ბიზნესმენი

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ეს კანონი იწვევს ასეთ დაპრისპირებას, ვფიქრობ, დაფიქრებაა საჭირო“, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ბიზნესმენმა, ირმა დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „რუსული კანონის“ გამო, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განაცხადა. ირმა დაუშვილი დასასვენებელ კომპლექს “ნუნისის” დამფუძნებელი და ასევე, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტიორია. ბიზნესმენის აზრით, ხელისუფლებას […]

5 გასროლა და ორი მოკლული ქუჩაში – დეტალები რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობების

რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში. […]

როთი კალაძეს: არა NGO-ები ან ახალგაზრდები გეგმავენ რევოლუციას, არამედ მმართველი პარტია

მერო კალაძე, აშკარად რაღაც არასწორად ვერ გაიგეთ: არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავენ რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!