1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9546 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეადგენდა. […]

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დგომის გამო 5 ათას ლარით დააჯარიმა. პროცესი ერთი საათის წინ დასრულდა. დუმბაძის წინააღმდეგ შსს-მ დღეს მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა, სადაც ასევე ჩანს აქციის ასი ათასობით მონაწილე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას. აღნიშნულ მტკიცებულებას ადვოკატები პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაეცნენ, რადგან მანამდე მათ ამის შესაძლებლობა არ მისცემიათ. […]

ვენეციის კომისიის წარმომადგენლის პირველი პასუხი “ოცნებას” – “გაკვირვებული ვარ”

ვენეციის კომისიის წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ვერონიკა ვილკოვა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა “პირველებთან” ამბობს, რომ დასკვნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ევროპული სტანდარტით მომზადდა. გაკვირვებული ვარ, რომ საუბარია თითქოს ვინმე როგორმე ამ პროცესში გარედან ჩაერთო, არც ვიცი ვისზე შეიძლება იყოს საუბარი. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის […]

საგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ

უწყვეტი განვითარებისთვის განათლების მიღება და უახლეს ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება ყველა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი და Mastercard ბიზნესბარათის მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმებით სპეციალური პირობებით ისარგებლონ და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა-განათლება საერთაშორისო ექსპერტების და პროფესიონალების მხრიდან მიიღონ. ამ სტატიაში სწორედ ასეთ პლატფორმებს გაგაცნობთ:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის პროფესორი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში. პროფესორს ახლდნენ საელჩოს კულტურის ატაშე, ივენ კალისი და პროგრამის კოორდინატორი, თათა თოდრია. „პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით […]

გასულ წელს 65 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

2023 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა 64 ახალი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და გაიცა 69 ფილიალის საქმიანობის ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი. გარდა ამისა, 65 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 29-ს შეუწყდა ფილიალის საქმიანობის ნებართვა. გაუქმებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 52-ს რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისში იყო. დანარჩენ პუნქტებს რეგისტრაცია კანონმდებლობით […]

გადავწყვიტეთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში მოვემზადოთ – ალექსანდრე იაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის შესახებ ისაუბრა. „2 ივნისს შევიკრიბებით და ავსტრიაში გავემგზავრებით. საგურამოში საუკეთესო პირობებია, კმაყოფილები ვიყავით ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების შეკრებით, მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, ასე გადავწყვიტეთ. თბილისში ამხანაგური მატჩის გამართვა გვსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვთამაშობთ და ვამჯობინეთ, ავსტრიაში წავიდეთ, სადაც საუკეთესო პირობებია და გერმანიაშიც სწრაფად გადავალთ. რაც […]

“მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები” – ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

“შახტარის” განაპირა მცველის ირაკლი აზაროვის შესახებ საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლის საქართველოს ნაკრების სიაში ვერმოხვედრა მისთვის სიურპრიზია, რაც შეეხება ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ირაკლი შესაძლოა, სულ მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილოთ. “ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი შახტარში გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა […]

FP: დიდი ალბათობით, ევროკომისია ოქტომბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ დაადასტურებს

Foreign Policy-ს ინფორმაციით, რუსული კანონის არგაწვევის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ევროკომისია საქართველოს ოქტომბერში კანდიდატის სტატუსს არ დაუდასტურებს. ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა. მისი თქმით, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია. “მთავრობამ მოგვატყუა შარშან, როცა თქვეს, რომ კანონპროექტს აღარ წარადგენდნენ. მათ მიმართ გზავნილი ყოველთვის ძალიან ნათელი იყო”, – აღნიშნა წყარომ […]

“ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ერთ-ერთი ,,ქურდული სამყაროს“ წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ […]