ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ დაიჭირონ თევზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას უნდა გამჭვირვალობა, ხოლო ოპონენტებს – არა, და კანონის შესახებ დისკუსიის ხელოვნურად დახურვის ერთადერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. „ეს ძალიან […]
მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ფრიდომ ჰაუსი“ „ქართული ოცნების“ საქმიანობას ავტოკრატიულს უწოდებენ და აშშ-სა და ევროკავშირის მოკავშირეებს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებენ

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობას ავტოკრატიულს უწოდებენ და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ამ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 22 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აღნიშნული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ შემზღუდავი […]
რად ღირს კანონი, რომელსაც ეკონომიკური ზარალი მოაქვს და ცივილიზებული სამყარო ეწინააღმდეგება?! – ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ აპრილამდე ტურისტული სექტორი დაახლოებით 25%-იანი ნამატით მუშაობდა, თუმცა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა დადებითი ტენდენცია შეაჩერა. როგორც მან BM.GE-ის განუცხადა, ჯავშნების დიდი რაოდენობა გაუქმებულია. “გვინდა გვჯეროდეს, რომ წელს იქნება დადებითი ტენდენცია. აპრილამდე 20-25%-მდე ნამატით მუშაობდა სექტორი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებამ აგორებული დადებითი ტალღა შეაჩერა. […]
23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა

1925 წელს ნავთლუღში 120 – მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა კი დაიწყო 23 მაისს – სწორედ ეს დღე ითვლება ქართული […]
ყარაბაღელები სომხეთში უზრუნველყოფის პროგრამის შეჩერებას ითხოვენ

“არცახის [მთიანი ყარაბაღი – რედ.] მოსახლეობის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ინიციატივამ”, რომელიც აერთიანებს 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას და წარმოადგენს მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ინტერესებს, დაგმო სომხეთის მთავრობის მიერ მიღებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას. 16 მაისს, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა. “მიუხედავად ჩვენს მიერ […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დაღუპული სერგო გორნაკაშვილია, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები” გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სექციათა ჭრილში მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვა და გამოყენება მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და სერვისები, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება, მსოფლიოს 14 ქვეყნის […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი EUROPCAR შემოდის

ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი EUROPCAR დაიწყებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრანგული EUROPCAR-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციის თანახმად, კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც EUROPCAR-ი ოფისი იქნება განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, […]
თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, ამის გამო მთლიანად სისტემა მოშლილია – პრემიერი

ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის […]
საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად, ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე – ირაკლი კობახიძე

საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად, ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე – ირაკლი კობახიძე ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]