ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თეატრალური სივრცე – „თოჯინების სახლი“ გაიხსნა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ახალი თეატრალური სივრცე – „თოჯინების სახლი“ გაიხსნა. „თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ […]

Reuters – გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებისთვის მზადაა

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ვსაუბრობთ გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე და არა თავად აქტივებზე”, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის […]

ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – მან გამოკითხვისას დუმილის უფლება გამოიყენა, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ფირაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ გამოკითხეს, თუმცა, მან მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმითვე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა. „ბრალდებული […]

ირაკლი შოთაძე – მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დავტოვო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. “მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის […]

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ

სამხრეთ კორეა, ჩინეთი და იაპონია 26-27 მაისს სეულში სამიტს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, 2019 წლის შემდეგ პირველად სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და იაპონიას შორის სამმხრივი სამიტი 26-27 მაისს გაიმართება. კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ჩიანგთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს […]

„ოცნების“ წევრთა სასწრაფო სანქცირებას ითხოვენ — ბუშისა და მაკკეინის ინსტიტუტები, ასევე „ფრიდომ ჰაუსი“

ავტორი: მაია ქვარცხავა, „ამერიკის ხმა“ „მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ავტოკრატიული „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებენ“ — ამ სათაურით 22 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აღნიშნული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ შემზღუდავი ზომები და სანქციები დაუწესონ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის […]

“ჩემი და გიორგის ოჯახის დანგრევა ასაკის და გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგი იყო” – ნათია წიწილაშვილი – Marao

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ. „24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი Europcar შემოდის

ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული. ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი […]

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის – რუსეთის დუმის დეპუტატი

„ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ დააკარგინოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა“, – ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ გამოცემა Ридус-თან ინტერვიუში. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ლუგოვოი ამტკიცებს, რომ საკამათო კანონის ქართული […]

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი განახევრდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ორჯერ ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშში წერია. სებ-ის ინფორმაციით, 2023 წელს რეგისტრაცია გაუუქმდა ორ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, თუმცა, ბაზარზე მათი უმნიშვნელო წილიდან გამომდინარე, სექტორის მთლიანი აქტივების ზრდის ტემპზე ამ ფაქტს ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. წლის განმავლობაში, მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხარჯზე, ზრდა დაფიქსირდა როგორც […]