„პესიერა ბანკი საქართველო“ საბანკო ასოციაციის წევრი გახდა

ღია ბანკინგის განვითარებით „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალ გამოცდილებას ნერგავს. აღნიშნულის შესახებ „პეისერა ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ღია ბანკინგში ჩართვა კომერციულ ბანკებს საბანკო ასოციაციის დახმარებით შეუძლიათ. „საბანკო ასოციაცია არის გაერთიანება, რომელიც კომერციული ბანკების სახელით საუბრობს რეგულატორთან, ასევე, განიხილავს ყველა იმ საჭირ-ბოროტო საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს საბანკო სექტორშია დაგროვებული. […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ხალხი არ ვართ, ქვეყანა არ ვართ, ხელისუფლება არ ვართ თუკი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით

ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ მაშინ ქვეყანა არ ვართ, არ ვართ ხელისუფლება თუკი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პროცესებს ბოლომდე მიყვებიან და მომავალ კვირას ვეტოს დაძლევენ. „ბოლო შანსიც, რომელიც დატოვებული იყო […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას პროექტის შესახებ გაესაუბრნენ. მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 397 870 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, 2024 […]
Bookfest X VELI – წიგნის ციფრული ფესტივალი ველიზე

ველი უკვე მესამე წელია „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის” ციფრული პარტნიორია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ველი ფართო ასორტიმენტისა და საფესტივალო ფასებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის წიგნებს და ამავდროულად, სასურველი მათი შეძენის შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ვერ ახერხებენ ფესტივალზე მოხვედრას. ამ გზით ის გაგიმარტივებს სიახლეების აღმოჩენას და მიწოდების სრულყოფილი სერვისით კართან მოგიტანს სასურველ ლიტერატურას. “ველი პიროვნებაზე ორიენტირებული […]
ანა ნაცვლიშვილი – ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ან თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა რასაც ის აკეთებს, სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა

ადამიანებს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა, რასაც კობახიძე აკეთებს, ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა , – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის „ფეისბუკზე“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს. მისი […]
შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა

დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი ათწლიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს. „მოგეხსენებათ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ […]
გიგა ბოკერია – ირაკლი შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განაცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა “ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა“. „ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე, ამ რეჟიმის დემოკრატიულ მარცხამდე და ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ძალაუფლებიდან ჩამოშორებამდე. შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას. თავისუფალი სამყაროს წნეხთან ერთად სწორედ ამ პროტესტის […]
შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს – საქართველოს მიმართ მეურვეობითი დამოკიდებულებაა

ჩანს, რომ ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს. არ ვიცი, რა ჰგონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული მეურვეობა გვჭირდება და უნდა მიგვითითონ სად დავჯდეთ, რა წიგნი გადავშალოთ, რომელი კანონი წავიკითხოთ და მივიღოთ. აი, ასეთი დამოკიდებულებაა უკვე, საქართველოს მიმართ მეურვეობითი დამოკიდებულებაა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება […]
შალვა პაპუაშვილი – 26 მაისი არის დღე, როცა უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა წვრილმანი შურისძიებები – მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ განწყობით იყოს და არა გულში ჩადებული ბოღმებით

მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს, სწორედ ამ განწყობით იყოს, არა გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ აღმატებული გრძნობით, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თუ რა მოლოდინი აქვს 26 მაისს გამომსვლელების განცხადებებთან დაკავშირებით. პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში საუბრისას გაიხსენა 2023 წლის […]
ბოკუჩავა: კობახიძის განცხადება პარანოიული ბოდვაა, “ოცნებაში” სანქციების ეშინიათ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას “პარანოიულ ბოდვას” უწოდებს. ბოკუჩავა ამბობს, კობახიძისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების ანტიდასავლური განცხადებები მოახლოებულმა პერსონალურმა სანქციებმა განაპირობა, რომლებისაც, ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილსა და მის “ამფსონებს” ძალიან ეშინიათ. “ეს არის აბსურდი, ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის წინააღმდეგ არის პარანოიული ბოდვა. მაგრამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა […]