ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა 24 მაისიდან TKT.GE -ზე დაიწყება

24 მაისიდან ევრო 2024 – ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ პორტალზე TKT.GE , 13:00 საათიდან. აღსანიშნავია, რომ ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებულებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული და არა […]

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ჰეილი ამბობს, რომ ხმას ტრამპს მისცემს

რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ყოფილ კონკურენტს დონალდ ტრამპს მისცემს. განცხადება ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ „ჰადსონის ინსტიტუტში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლების იმ სეგმენტზე, რომელიც ამ ეტაპზე მას ხმას არ აძლევს. ამ ადამიანებში ჰეილი მის ამომრჩევლებსაც გულისხმობს. „ტრამპი იქნება ჭკვიანი, თუ ის შეძლებს ხმა მიაწვდინოს იმ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც […]

“ოპოზიცია, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობს, ეს მთავრდება იმით, რომ აქციაზე „ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია” – იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის შემდეგ არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ. არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე „ფეისკონტროლი” არის ბაია პატარაია. ჩვენ ამ […]

აბაშიძე: ბრიუსელის ევროკრატებში ექსტრემიზმია ჩაბუდებული, ბორელმა თავად აღიარა კობახიძესთან

წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში, ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელებიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები – “ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო”. თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც […]

კახი სოლომნიშვილის უდიდესი აღიარება

უნიჭიერესმა ახალგაზრდა დირიჟორმა კახი სოლომნიშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად დაინიშნა. ნიკოლოზ რაჭველი: “ჩემი უახლოესი მეგობარი, რომლის მეჯვარეც ვარ და შესაბამისად ოჯახის წევრი, რომელიც არის თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ-დირიჟორი, რომლის ბიოგრაფიაში უკვე არაერთი დაუვიწყარი კონცერტი და ფესტივალია, მათ შორის ჩვენი ორკესტრის მიერ უმაღლეს […]

აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა – რას ვყიდით და ვყიდულობთ?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-აშშ-ის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $480 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 118 მილიონი დოლარით ნაკლებია. ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელიც ოთხ თვეში 23.2%-ით 445 მილიონ 468 ათას დოლარამდე შემცირდა და ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 9.3%-ით მესამე ადგილი დაიკავა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, კლების […]

„ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს, სად არიან?” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა: „ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი რომ არ მოასვენეს ეს ქვეყანა სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში როგორ ხვდებოდნენ, სხვადასხვა კონფერენციაზე გამოყოფილი ადგილი. ეს […]

“ამის მკურნალობის ფული, იმედი მაქვს, ჩვენი შესაგროვებელი არ იქნება” – სამადაშვილი

ამის მკურნალობის ფული, იმედი მაქვს, ჩვენი შესაგროვებელი არ იქნება და ბიძინა დაუტოვებს. ძალიან ძვირი სიამოვნებაა კარგი ხარისხის ფსიქიატრიული დახმარება. … რამდენი გახდება კიდევ ავად, შოთაძის მსგავსად უახლოეს თვეებში… … მაინტერსებს-ის 84 დეპუტატი თუ ხვდება, რომ გიჟების გამო დასანქცირდებიან თავის ოჯახებიანად, თუ ჯერ ისევ ფიქრობენ,რომ ბიძინას რამე გენიალური სვლა აქვს გათვლილი?

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში: უკრაინას უნდა შეეძლოს ომის წარმოება ისე, როგორც „მიზანშეწონილად თვლიან“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნება უნდა დართოს უკრაინას, ომი განახორციელოს ისე, როგორც თავად მიიჩნევენ მიზანშეწონილად, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის მიერ მიწოდებულ იარაღს, რუსეთის წინააღმდეგ ომში. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა მიმართვა ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, მოხსნას აკრძალვა აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად […]