“ეს არის გამოგონილი ამბავი, ევროკომისრები ასე არ საუბრობენ” – იოზვიაკი

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა “მთავარ არხთან” კობახიძის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებაზე საუბრისას, თქვა: “ეს არარეალისტურია, იმიტომ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს ბორელის კაბინეტში. ბორელი კი ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელია, რაც ნიშნავს, რომ მას მკაცრი განრიგი აქვს, მათ შორის სატელეფონო ზარების განრიგი და მე ვიცი, რომ მას არ უსაუბრია კობახიძესთან, ასე […]

რა წერია MEGOBARI Act-ში, რომელიც აშშ-ის კონგრესში დღეს დარეგისტრირდება – ნანა საჯაია

დღეს ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში შედის 2 კანონპროექტი, კონგრესმენ ჯო უილსონის “მეგობარი” და სენატორების ჯინ შაჰინის და ჯეიმს რიშის “ქართველი ხალხის აქტი”. გამოქვეყებამდე რამდენიმე საათით უილსონის გუნდმა გამიზიარა “მეგობარი”, სანქციების ნაწილში მთავარი რაც წერია არის: უილსონი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ითხოვს გამოვლინდნენ: 1. პირები, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა რუსეთს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული, ასევე სხვა საერთაშორისო სანქციებისგან […]

ქვეყანასთან დიალოგის შეჩერება, საზოგადოების და პოლიტპატიმრების მხარდაჭერა – რა წერია ამერიკელი სენატორების “ქართველი ხალხის აქტში” – დოკუმენტი

რა წერია ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის “ქართველი ხალხის აქტში”, რომელზეც შეერთებული შტატების სენატი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. დოკუმენტი “ფორმულამ” მოიპოვა და წერს, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება, საიდანაც, პირველი ნაწილი, ძირითადად, მოიცავს იმ შედეგებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იმ წამომადგენლებსა და ოჯახის წევრებს დაეკისრებათ, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში, კორუფციაში და რუსული კანონის მხარდაჭერაში […]

“ხელისუფლებამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე” – ეუთო/ოდირი

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე”, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩი საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში წერს, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე ქვეყნდება. “სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და გაერთიანების თავისუფლების უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის სხვა უფლებათა ფართო სპექტრს. ნებისმიერი ახალი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ შორის არჩევნებზე დამოუკიდებელი მოქალაქე დამკვირვებლების […]

ევროკომისია კობახიძის ბრალდებაზე: ეს არ არის სიმართლე

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც კომისიის წარმომადგენელი მას ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, “სიმართლე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. ამასთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ კობახიძეს მისი “ამაზრზენი ბრალდების” დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო “ფორმალური უარყოფა მალეა მოსალოდნელი.” პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო […]

„ავტორიტარიზმი სიბერესავით მოულოდნელად მოდის, მაგრამ მასავით გარდაუვალი არაა“ — ალექს ჩიღვინაძის წერილი

მწერალი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ. საქართველოში დემოკრატია ყოველთვის აბსტრაქტული იყო, იდეალი, რომელთან პირდაპირი და უშუალო კავშირი მოსახლეობას არ ჰქონდა. დემოკრატია არჩევნებზე დაიყვანებოდა და ამ არჩევნებშიც საშუალოდ მოსახლეობის 50% მონაწილეობდა. და აი, დადგა მომენტი, როცა საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ უარი თქვა დემოკრატიაზე […]

პირველად, 30 წლის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა ხმა მისცა თამბაქოს კონტროლის საწინააღმდეგოდ, ეს არის აბსურდის თეატრი – გიორგი ბახტურიძე

პირველად, 30 წლის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა ხმა მისცა თამბაქოს კონტროლის საწინააღმდეგოდ, ეს არის აბსურდის თეატრი – გიორგი ბახტურიძე როგორ ხორციელდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და რა შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა. გიორგი ბახტურიძის თქმით, აშ-ში გასულ […]

ჯო უილსონი – მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება – ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით, არამედ გავაკეთებთ

მათ ჰგონიათ, ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის შეერთებულ შტატებთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა. “მათ ჰგონიათ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებულ შტატების კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება. „MEGOBARI Act“ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და პროდასავლური […]

“კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება” – ევროკომისიის პრესსპიკერი

“კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის ბრალდებებს”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი Politico-სთან საუბრობს, რომელიც კობახიძის ანტიდასავლურ განცხადებაზე მორიგ სტატიას აქვეყნებს. “ეს არ არის სიმართლე. ოფიციალური პასუხი მოკლე ვადაში გამოქვეყნდება; კობახიძეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის ბრალდებებს”, – უთხრა გამოცემას კობახიძის განცხადებაზე საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა.

“სცენარი მარტივია” – სანდრო ბრეგაძე

— სცენარი არის მარტივი — ამოვიდეთ იმ რეალობიდან , რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირის წევრობა , მაგრამ ამას ვერ ამბობს ხმამაღლა — ამ ფონზე – მიუხედავად მანიპულაციებისა ევროკავშირმა მაინც მოგვცა კანდიდატის სტატუსი და გახსნა მოლაპარაკებები წევრობაზე — საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს იყო სრულიად მოულოდნელი , ისინი არ ელოდნენ ევროკავშირის ამ ნაბიჯს – ამასთანავე ოცნების მთავრობა ღიად-დეკლარირებულად […]