ბრიტანეთის მთავრობა $11 მლნ-ს გამოყოფს AI-ს თაღლითობისგან დასაცავად

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 8,5 მლნ ფუნტ სტერლინგის (დაახლოებით $11 მლნ-ს) გრანტებს ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებისთვის, რათა მოიძიონ გადაწყვეტილებები, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახდეს და მისგან მაქსიმალური სარგებლობა მიიღონ. ამის შესახებ ბრიტანეთის ტექნოლოგიების მინისტრმა მიშელ დონელანმა სეულის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე განაცხადა, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლეს სამხრეთ კორეამ და დიდმა ბრიტანეთმა. პროგრამის მიზნებს შორის არის ყალბი […]

ირაკლი კობახიძისადმი მუქარას არ იჯერებს ის, ვისაც სჯეროდა რომ მიშას კლავდა პუტინი, თან მიუხედავად იმისა, რომ მიშაზე ყველამ თქვა, სიმულიანტიაო

ირაკლი კობახიძისადმი მუქარას არ იჯერებს ის, ვისაც სჯეროდა რომ მიშას კლავდა პუტინი, თან მიუხედავად იმისა, რომ მიშაზე ყველამ თქვა, სიმულიანტიაო ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე და მუქარაზე საუბრობს. როგორც სულთანიშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძისადმი მუქარას არ იჯერებს ის, ვისაც სჯეროდა რომ მიშას კლავდა პუტინი, თან მიუხედავად […]

როდესაც მოქმედი ევროკომისარი, სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება, ეს უკვე ფსკერიც არაა – ეს არის კატასტროფა

როდესაც მოქმედი ევროკომისარი, სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება, ეს უკვე ფსკერიც არაა – ეს არის კატასტროფა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა […]

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ […]

ეუთო/ოდირის დირექტორი – საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება

საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. მის განცხადებას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს. “სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. […]

გიორგი მშვენიერაძე – დღეს ქართველმა ხალხმა იცის, რომ ხელისუფლებამ მტერი ჩაანაცვლა – აღარ ლაპარაკობს მტერ რუსეთზე და მტრებზე საუბრისას გველაპარაკება პარტნიორებზე

კობახიძის განცხადება ცოტა ღიმილის მომგვრელია. ევროპელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ევროპული სახელმწიფოები ასე არ იქცევიან, ასე არ ლაპარაკობენ და ასე არ მოქმედებენ , – ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და საუბრისას სლოვაკეთის პრემიერის მაგალითი გაიხსენა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად […]

„მხოლოდ ტრანზიტის ფუნქცია დაგვრჩა“ – ავტოიმპორტიორები მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველო ჰაბის ფუნქციას კარგავს, სადაც იმპორტირებული ავტომობილების მომსახურება და შემდეგ რეექსპორტი ხდებოდა. მათი თქმით, უცხოელ იმპორტიორებს ავტომობილები ქვეყნიდან დაყოვნების გარეშე გაჰყავთ, ქართველი დილერები კი მათ კონკურენციას ვეღარ უწევენ. სექტორი მთავრობასთან შეხვედრას და საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მოითხოვს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა ამ ეტაპზე […]

ბათუმის “დინამომ” და “კოლხეთმა” გაიმარჯვეს – “დილამ” “სამტრედიას” ვერ მოუგო [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა. ლიდერი „დილა“ გასვლაზე უგოლო ფრეს დასჯერდა აუტსაიდერ „სამტრედიასთან“, რითაც ვერ ისარგებლა მეორეადგილოსანმა „იბერია 1999“, -მა, რომელიც „კოლხეთთან“ 0:2 დამარცხდა. ბათუმის „დინამომ“ კი სტუმრად თბილისის „დინამოს“ 2:1 სძლია. ბათუმელები მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო დედაქალაქელები ჯერჯერობით – მეექვსეზე. დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 1:2 გოლები: 1:0 გორდეზინი (39), 1:1 ღუდუშაური […]

ევროკომისიის სპიკერი Politico-სთან აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ბრალდებები სიმართლე არ არის

ევროკომისიის სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრალდებები სიმართლე არ არის. “ეს სიმართლე არ არის”, – განაცხადა გამოცემა Politico-სთან საუბარში ევროკომისიის სპიკერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრალდებების ფორმალური უარყოფაც მალე იქნება. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას […]

“ამათ ჰგონიათ, რომ ვიტყუებით როდესაც ვამბობთ რომ შედეგები იქნება” – კონგრესმენი უილსონი

Foxnews-ისთვის გაგზავნილ წერილობით კომენტარში კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ MEGOBARI Act-ს დღეს წარადგენს, წერს: “ამათ ჰგონიათ, რომ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების კავშირზე თავდასხმისთვის შედეგები იქნება. MEGOBARI Act აჩვენებს, რომ აშშ უპასუხებს მათ ფიცის გატეხვას ქართველ ხალხსა და პროდასავლურ მომავალთან. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და […]