მილერი: პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე

„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. როგორც მილერმა თქვა, ამ კანონით „წარმოუდგენლად შეშფოთებული“ არიან: „ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ორ ქვეყანას, […]

თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ. რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები. მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 […]

ნუ გადალახავთ ვეტოს, კარგად გაიაზრეთ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ახორციელებთ – ლევან დოლიძე

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩის, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (CSD) დამფუძნებლის ლევან დოლიძის განცხადებით, არ არსებობს იმაზე დიდი სანქცია, რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. ლევან დოლიძე მმართველ პარტიას მოუწოდებს არ გადალახონ ვეტო, რადგან ამ შემთხვევაში იმაზე დაფიქრების საშუალება იქნება რა შეიძლება გამოსწორდეს ამ პროცესების შემდეგ. „არ არსებობს იმაზე […]

სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი 2000-დან 10 000 ლარამდე იზრდება – გვანცა ჟორჟოლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ კანონზე

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი 2025 წლის პირველი იანვრიდან იცვლება. მომავალი წლიდან, „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის“ ნაცვლად ძალაში შედის „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი 2000-დან 10 000 ლარამდე იზრდება. მთავარი აქცენტი კი მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შეზღუდვაზე კეთდება. როგორც იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა […]

„რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა” – მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ვარსკვლავური დუეტი – Marao

მომღერლები მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია რადიო ფორტუნას ეთერის სტუმრების არიან, სადაც ერთმანეთის კითხვებს პასუხობენ: მარიამ შენგელია: „გოგოების დუეტი დიახაც მომგებიანია, გააჩნია ხარისხს“ ნუცა თოფურია: „რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა. უფრო პუნქტუალური გახდა. მადლობა გიორგი“ მარიამი: „ხშირად მითქვამს, რომ წუნია ხარ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიჭი, რომელიც მოგეწონება“? ნუცა: „არ ვარ წუნია, ვინ დავიწუნე დაუწუნებელი“? […]

რას გულისხმობს დაწესებული სანქციები – აშშ-ის საელჩო ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს

რას გულისხმობს დაწესებული სანქციები – აშშ-ის საელჩო ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად: „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ […]

ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო, რადგან გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები დაატყდებოდა თავს, თუკი ხმას არ ამოვიღებდით

ჩვენი მთავარი მზიანი არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ტურბულენტობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომი პერიოდი მშვიდობით გავიაროთ , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „საქართველოში არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც გვაკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ვინ ხარ ამისთანა, ასეთი პატარა ქვეყანა, რომ ხმის ამოღებას ბედავ, მაგრამ ჩვენ […]

ფიცოსთან დაკავშირებული ფაქტის გაჟღერება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია. რბილად რომ ვთქვათ, ასე მეგობრებს ნამდვილად არ ესაუბრებიან

პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, რადგან ტოვებს ინტერპრეტაციის ძალიან დიდ სივრცეს და შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ჩაუყაროს საფუძველი, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის საუბარში ევროკომისრის მიერ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის […]

ეროვნულ ბიბლიოთეკას რამდენიმე ასეული უნიკალური გამოცემა გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის შრევეპორტის კამპუსის სრულ პროფესორსა და კათედრის საპატიო გამგეს (Endowed Chair) ალექსანდრე მიქაბერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა XVIII-XIX საუკუნის ისტორიის შესახებ წიგნები – რამდენიმე ასეული უნიკალური გამოცემა. სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა საცავი დაათვალიერა.

თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, მათივე ცნობით, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები იქნება, კერძოდ გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი, ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ. ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები. „სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, […]