საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი პროექტი – თემატური ბანაკები სტუდენტებს მასპინძლობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, სოფელ იყალთოში თემატური ბანაკების გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა. მათივე ცნობით, მინისტრმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით თემატური ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბანაკების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის […]
გრიგოლ გეგელია – ეს არის შავი დღე საქართველოსთვის – ეს სანქციების პირველი რაუნდია – ევროპული სახელმწიფოები მუშაობენ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად იმ პირებისთვის, ვინც რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობს

აშშ ასანქცირებს რუსული რეჟიმის სამსახურში მდგარ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ქვეყნის საგარეო კურსის საბოტაჟში და საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი პოლიტიკის გატარებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი თავისი ძალით დგას ყველა […]
ბსუ-ს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია სინოპის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ მუჰითდინ ილმაზის ხელმძღვანელობით ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სინოპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის ტურიზმისა და არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა […]
დიმიტრი ხუნდაძე – არ მგონია, აშშ და დასავლეთი სანქციებზე წავიდნენ, არ შეიძლება მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო – 28 მაისს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის

28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში – არ მგონია აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით დააზიანებს საკუთარ რეპუტაციას, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის კანონმდებლები დაასანქცირო,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “აშშ საქართველოში […]
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ “კარიმ ხანის მტკიცებით, მასზე გავიდა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ “ჰააგის სასამართლო იყო შექმნილი აფრიკის კონტინენტისთვის და ისეთი ჯალათებისთვის, როგორიც პუტინია, და არა დასავლეთისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ”. – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით […]
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფიცს წვევამდელები 6 ლოკაციაზე დადებენ, ხოლო თბილისსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია გაიარეს. მზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები 26 […]
ზუგდიდში, ცოლის მკვლელობის ფაქტზე ქმარი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, […]
მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – მოვუწოდებ დიპლომატებს, დაუყოვნებლივ გადადგით ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება – გააჩერეთ რუსული კანონი!

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის მიერ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის“ გამოცხადებას. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება. „ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. სახელმწიფო მდივნის მიერ […]
26 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს

26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, 13:00-დან 18:00-მდე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, […]
ყაზახის რაიონის ოთხი სოფელი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ გადავიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სომხეთის საზღვარზე ყაზახის რაიონის ოთხი სოფლის ტერიტორიაზე კონტროლი დააწესა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. „დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კონტროლის ქვეშა მოექცა ყაზახის რაიონის სოფლების: ბაგანის აირიმის, აშაგი-ასკიფარას, ჰეირიმლის და კიზილ ჰაჯილის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანისთვის 6.5 კვადრატული კილომეტრი ფართობის ოთხი […]