დაფუძნდა ახალი პლატფორმა – “ევროპულ – დემოკრატიული ერთობა” – დეტალები

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ახალი ზეპარტიული საარჩევნო პლატფორმის „ ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ახალი პლატფორმის ლიდერებმა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ შექმნის მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და საზოგადეობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ პარტიებს ერთობაში გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ახალი პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა პოლიტიკურ პარტია „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად, რომელიც, როგორც კვალიფიციური […]

4 მიზეზი, რატომ არ შეესაბამება რუსული კანონი საერთაშორისო სტანდარტებს – ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერონიკა ბილკოვა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეესაბამება კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. “ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს რამდენიმე მიზეზით, რომელთაგან გამოვარჩევ ოთხს: 1. კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ […]

ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024

სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა – დაემუქრება თუ არა მას საკანში გადაყვანა? „ვგულისხმობთ ყველას, წითელ ხაზებს ვივიწყებთ“ – ოპოზიციაში ისევ ერთიან სიაზე ალაპარაკდნენ *** სტრასბურგმა სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა – დაემუქრება თუ არა მას საკანში გადაყვანა? “სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმეებზე არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, […]

სომხეთში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს

სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ელჩის დაბარების მიზეზს არ ასახელებს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები აზერბაიჯანს 2020 წელს ყარაბაღში სამხედრო შეტაკების დროს დაეხმარნენ. […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული – რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს – ეს გვიბიძგებს მტკიცედ ვიყოთ

ზეწოლასა და შანტაჟს უკიდეგანო ხასიათი აქვს მიცემული – რთული გასაგებია დასავლეთისთვის, რომ საქართველოს უფლება აქვს, სუვერენული სახელმწიფო იყოს. ეს იმისკენ გვიბიძგებს, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ და მტკიცედ ვიყოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე. ქადაგიშვილის თქმით, „ეს ასახავს იმ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკას, რაც საქართველოზე […]

„შესაძლებელია შეიცვალოს პრობლემური საკითხები“ — მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ რუსული კანონის ფარგლებში გამჭვირვალობას ისე უნდა მიაღწიონ პოლიტიკოსებმა, რომ გადაიჭრას სხვა პრობლემური საკითხები, რაც უთანხმოების საგანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. „კანონი ძალაში შევა, მაგრამ როგორი შევა, ესაა მთავარი. ამ ფორმით შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები. ამიტომ, საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, […]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ტურნირის .. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა: გამარჯვება ჩიხელიძემ, ბაბუციძემ, თუშიშვილმა და ლოლაძემ მოახერხეს. მარცხი: სომხიშვილი საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გამარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე მარცხი: ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი, სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეა იქნება. […]

ვენეციის კომისია განმარტავს, რით განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. აგენტების კანონმდებლობა

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს. ბილკოვამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ორი ტიპი, […]

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha“ დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მოკლედ მიმოიხილა მიწის რეფორმის ისტორია და ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეყრდნობა სააგენტოს შექმნა და მისი საქმიანობა. შეხვედრაზე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტების დახმარებით ახორციელებს. […]

აღმოაჩინე 26 მაისის ტრადიციული ფასდაკლებები ალტაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ალტას ტრადიციული შეთავაზებები დაბრუნდა. 26 მაისის ჩათვლით, ალტას მაღაზიებსა და საიტზე www.alta.ge, ასობით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, 50%-მდე ფასდაკლებები დაგხვდება. სპეციალური შეთავაზებები, 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკაზე, ეტაპობრივად ამოქმედდება და საშუალება მოგეცემა განაახლო საოჯახო ტექნიკა, საუკეთესო ფასად. ალტა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წელს! ეს დღე ჩვენია! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!