„ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, უარი თქვათ ღალატზე“ — გახარიას პარტია „ოცნებას“ მიმართავს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უარი თქვან ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე. განცხადების ავტორების თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გაიწვიონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს მათ ვეღარ დაიცავს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისა და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისა […]
Reuters: პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმ პირობით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას. გამოცემა წერს, რომ პუტინი ასევე მზადაა გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ. “პუტინს შეუძლია იმდენ ხანს იბრძოლოს, რამდენ ხანსაც საჭიროა, მაგრამ პუტინი ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის – […]
კანონში პრობლემური საკითხები მიზანშეწონილია შეიცვალოს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძე, რუსულ კანონზე საუბრისას, ამბობს: კანონი ძალაში შევა, როგორი შევა, მთავარი არის ეს. იყო როგორც ვენეციის… ამ ფორმით შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა, პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, შეიცვალოს.
“ამ პაკეტით რუსი მაღალჩინოსანი თბილისში იმყოფებოდა” – თამარ ჩარკვიანი

დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი, საგანგებო ბრიფინგზე, ამბობს: საქართველოს სრული ანექსიის ანუ აფხაზეთიზაციის და სამაჩაბლოზაციის გეგმა ივანიშვილის მთავრობას მოსკოვმა უკვე დაუდო ამ პაკეტით რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან საგანგებოდ რუსი მაღალჩინოსანი თბილისში იმყოფებოდა. ამავე გეგმით, მომდევნო დღეებში, ქართულმა ოცნებამ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს. სინამდვილეში კი, […]
საგრანტო კონკურსი საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად

აეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად. კონკურსი მოიცავს სამ განსხვავებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელთაგან თითოეული მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარებზე: · მხარდაჭერისპაკეტი მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად · მხარდაჭერისპაკეტი რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის · […]
სად არიან კონტროლიორები – რა გახდა მათი გაუჩინარების მიზეზი

კვირაზე მეტია, რაც კონტროლიორები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და მეტროსადგურებში არ ჩანან. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა გახდა მათი გაუჩინარების მიზეზი და დეტალების გასარკვევად მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, კონტროლიორები გადიან გადამზადებას, გადამზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება და მონიტორინგი ჩვეულ რეჟიმს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასებისას კონკურენციის შეზღუდვის რისკები იქნა დანახული – კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უწყების საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე დეტალურად ისაუბრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.. „2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 […]
თიბისის ბიზნესმობაილ და ინტერნეტბანკში სიახლეა

თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებენ შეამოწმონ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო საფეხურები და შუავალ ბანკებთან დაკავშირებული დეტალები. ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ტრანაქციის დეტალების გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის დახმარებით შეძლებთ შეამოწმოთ ჩაერიცხა თუ არა მიმღებს თანხა, ან თუკი ტრანზაქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, […]
ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას ბევრი დასავლური ორგანიზაცია და ქვეყანა ეწინააღმდეგება – პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა იყოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს

ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა, ის სანქცირებულთა სიაში საკუთარ თავს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. „ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ იმ […]
რუსთავის საქალაქო სასამართლო, ცოლისა და სიდედრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ფირაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. სხდომას მოკლულების ოჯახის წევრები ესწრებიან. ცნობისთვის, 22 მაისს, […]