მარში თავისუფლებისთვის – თბილისში მსვლელობა დაიწყო

ფოტო – მთავარი არხი თავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. პროტესტის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით დაიძრებიან შსს-ს მიმართულებით. რუსული კანონის გაწვევის პარალელურად, მარშის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციებზე გამოსული ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვენ. თავისუფლების მარშს უერთდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოქალაქეები.
ევროკომისრები „სისულელეს როშავენ“ – პუტინი კობახიძე-ვარჰეის დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ დიპლომატიურ სკანდალს გამოეხმაურა. ამის შესახებ ekhokavkaza წერს. „ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და ყველანაირ სისულელეს როშავენ“, – თქვა პუტინმა. ერთი დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე საუბრისას იგი თითქოსდა დააშინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის […]
„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ. მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები. მარშის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ […]
“ევროკომისრები სისულელეებს როშავენ” – პუტინი კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებული კითხვის პასუხად ამბობს, რომ “ევროკომისრები სისულელეებს როშავენ”. პუტინმა ამის შესახებ ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მას კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც პრემიერმინისტრი ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს “სიკვდილით დაემუქრათ”, რაზეც პუტინმა თქვა, რომ “თუ […]
“თქვე ღორის ტილებო, დაგწყევლიან საკუთარი შვილები, ქოცებო!” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze – ანუ ჩვენს შვილებს წირავთ რუსული ტალახისთვის, თორემ საკუთარი ამერიკაში უნდა აგრიალოთ არა თქვე ღორის ტილებო დაგწყევლიან საკუთარი შვილები ქოცებო! საქართველო გაბრწყინდება და თქვენ სანქცირებულები დარჩებით (ნელა მუშაობს ამერიკული ბიუროკატია – ხომ ნახეთ რამდენი დრო დასჭირდათ პროცესის დასაწყებად). ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც […]
“თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, ამის თქმა არ შეგიძლია, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით…” – ო’ბრაინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი რუსულ კანონზე და სანქციებზე საუბრობს მედიასთან. “გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს… ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა”, – ამბობს ო’ბრაიენი ჟურნალისტთან. როგორც ო’ბრაიენი ამბობს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სტიგმატიზაციისკენ მიმართული კანონი, ძალადობა მოქალაქეებზე პარტნიორებს უჩენს კითხვას – “დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ”. თუ […]
აშშ-ის სენატში “ქართველი ხალხის აქტი” დარეგისტრირდა – რა წერია დოკუმენტში

საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატში დღეს დარეგისტრირდა. მისი სამიზნეები არიან ის ქართველი ოფიციალური პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე “უცხოური აგენტების კანონის” წინ წაწევაზე. სენატში დარეგისტრირებული პაკეტი ფორმულას ვაშინგტონის ბიურომ ექსკლუზიურად მოიპოვა. პაკეტი […]
სახელმწიფოები რომლებიც ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ

2023 წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიის წყაროებით გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 3/4 მზის ენერგიაზე მოდის. მზის ენერგია ყველაზე უკეთ ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებშია ათვისებული. ზრდის ტენდენციაც სწორედ ამ რეგიონებში შეინიშნება. მონაცემები კვლევითი ფირმის, Bruegel-ის მაჩვენებლებს ეფუძნება და 2010-2022 წლების სტატისტიკას აანალიზებს. 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ელექტროენერგია მზისგან ჩინეთმა გამოიმუშავა. წარმოებულმა ელექტროენერგიამ 393 გიგავატი შეადგინა, რაც […]
ლარის გამყარების მიუხედავად ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარს აჭარბებს

დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9540 ლარი გახდა. თუმცა, ამ გამყარების მიუხედავად, ლარის მიმდინარე კურსი კურსი გაუფასურდა, რაც განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს […]
“ევროკომისრები სისულეებს ლაპარაკობენ” – პუტინი კობახიძე- ვარჰეის საუბარზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარზე. „ევროკომისრები ბევრნი არიან, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ“, – ამის შესახებ პუტინმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან ალიაქსანდ ლუკაშენკასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის პასუხად განაცხადა. 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი […]