სენატი ბლინკენს ავალებს, საქართველოში “მავნებელ აქტორთა” სიები წარადგინოს

23 მაისს ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სულ მცირე, $50 მილიონის დახმარებას ითვალისწინებს. ამას გარდა, კანონპროექტის 203-ე პუნქტით სენატი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ავალდებულებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს შემდეგი ანგარიშები წარუდგინოს: · საქართველოს შიგნით […]

მაკფოლი: რუსეთში იმოგზაურეთ, ირანში გაუშვით შვილები სწავლისთვის – თუ არ გსურთ, გაიწვიეთ კანონი

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ფორმულასთან ინტერვიუში სანქციებზე ისაუბრა და ამ საკითხზე ქართული ოცნების მაღალჩინოსნების რიტორიკა შეაფასა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს, როდესაც გაიგეს, რომ სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებოდათ. მაკფოლის თქმით, თუ დეპუტატებს სურთ, შეუძლიათ რუსეთში, ბელარუსში იმოგზაურონ, ირანში გაუშვან შვილები […]

“დახვდი კობახიძეს” – ხვალ, 09:00 საათზე თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციაა

ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან შეიკრიბებიან, სადაც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა გამართოს. “დახვდი კობახიძეს” – ამ სახელწოდებით აქცია სტუდენტურმა მოძრაობა “ნაბიჯმა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს. “არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. გასულ კვირას, თსუ-ში კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის […]

„რუსული კანონის“ მიღება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება – ანი ალიბეგაშვილი

სამი მოსმენით მიღებულმა “რუსულმა კანონმა” და შედეგად ქვეყანაში შექმნილმა დესტაბილიზაციამ გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე, უკვე იქონია. არაერთმა უცხოურმა ჯგუფმა, როგორც ფრენებსა და სასტუმროებზე ჯავშნები, ისე დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს ან უკეთეს შემთხვევაში გარკვეული პერიოდით გადაავადეს. როგორ აისახა უკვე ტურიზმის ინდუსტრიაზე „რუსული კანონი“, step inn-ის მაგალითზე „ქალების ნარატივში“ – სასტუმროს დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. „ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე […]

თინა ხიდაშელი – მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რაც საქართველოს თავზე ტრიალებს, მათ ვიზებსა და ბილეთებზე გადის – ვის რაში აინტერესებს სად იმოგზაურებენ?

მე რომ ის ადამიანი ვიყო, რომელიც თარიღს ასვამს სანქცირების დოკუმენტს, აუცილებლად ორშაბათს მივუთითებდი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, საპარლამენტო უმრავლესობის არცერთ წევრს ხმის მიცემის დროს ხელი არ აუკანკალდება, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. თინა ხიდაშელის განცხადებით, ერთადერთი ვერსია შეიძლება განიხილოს, “რომ პატრონიდან ბრძანება გაიცემა, 9 დეპუტატის იდენტიფიცირება მოხდეს, […]

ხატია დეკანოიძე – სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს

სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. „ეს ძალადობა, რომელსაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ, უნდა შეწყდეს. ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ასე […]

ჩინეთმა წვრთნები ტაივანზე სარაკეტო დარტყმების სიმულაციით მოაწყო

ჩინური სახელმწიფო ტელევიზია CCTV იუწყება, რომ 24 მაისს, ჩინეთმა სამხედრო წვრთნების დროს, რაკეტებით დარტყმის სიმულაცია მოახდინა და ბომბდამშენებთან ერთად, ჰაერში საბრძოლო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებლები აუშვა. სახელმწიფო მაუწყებლის თქმით, ეს იმ წვრთნების ნაწილი იყო, რომელიც პეკინის განცხადებით, ტაივანის ახალი პრეზიდენტის, ლაი ჩინგ-ტეს დასასჯელად დაიწყო. ბომბდამშენებმა ტაივანის აღმოსავლეთით წყლების თავზე რამდენიმე თავდასხმითი წყობა შექმნეს და სამხედრო ხომალდებთან […]

მარში თავისუფლებისთვის – მსვლელობა შსს-სკენ

ფოტო – Ezz Gaber თავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით დაიძრა. რუსული კანონის გაწვევა არის უმთავრესი რასაც საქართველოს მოსახლეობა მეორე თვეა მოითხოვს. ასევე, მარშის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციებზე გამოსული ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვენ. თავისუფლების მარშს უერთდებიან სხვადასხვა პროფესიისა და […]

ანა წითლიძე – ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა რუსულ კანონს დღეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს

ასეთი ტიპის აქციებმა და საქართველოს მოქალაქეების ურყევმა ნებამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, გამოიწვია ის, რომ დღეს აშშ და ევროკავშირი დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით და ეხმარებიან სანქციებით იმისათვის, რომ რუსული რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ქვეყნიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ „თავისუფლების მარშის“ მსვლელობისას „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, მოწოდება „არა რუსულ კანონს“ დღეს […]

ო’ბრაიენი შეზღუდვების დაწესებაზე: ეს იძულება არაა… თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, შესაბამისად უნდა მოიქცე

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და ნატოსკენ”,- ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს ო’ბრაინმა “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე პასუხად გააკეთა. რაც შეეხება იმას არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! ევროპისა და […]