„ეს იძულება არაა… თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, შესაბამისად უნდა მოიქცე“ – ჯეიმს ო’ბრაიანი სანქციებზე

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და ნატოსკენ”,- ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს ო’ბრაიანმა “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე პასუხად გააკეთა. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ქართველი […]

ანა ნაცვლიშვილი – ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში

ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, „ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!“ „დღეს აქ, პირველ რიგში, მოვედით იმიტომ, რომ […]

მაკფოლი: EU-მაც უნდა დააწესოს სანქციები – თუ სიტუაცია გაუარესდა, მერე აქტივებსაც გაუყინავენ

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში მაიკლ მაკფოლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც, აშშ-ის მსგავსად, რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში ჩართვისას გააკეთა. მაკფოლის თქმით, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის ძალაშია, რომ შეუწყვიტონ დახმარება საქართველოს მთავრობას. “არ იქნებოდა სანქციები ამერიკის მთავრობის მხრიდან, რომ არა დემონსტრაციები ქუჩაში, ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს […]

„დაახლოებით 200-300 ადამიანზეა საუბარი, ყველა ვინც პირდაპირ და ირიბად მხარს უჭერდა ხელისუფლების უზურპაციას“ – დიმიტრი ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ხელისუფლების წარმომადგენლების ფართო წრეს შეეხება. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 200-300 ადამიანი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. „პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი შეიძლება მოიაზრებოდეს, მოქმედი ან რომელიც იკავებდა თანამდებობას და შეხება ჰქონდა არადემოკრატიულ ქმედებებთან. ნებისმიერი შეიძლება იყოს ამ სანქციების […]

ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე – ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაინმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“. […]

რუმინეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი. ის ეჭვმიტანილია „საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური. რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. მანამდე რუმინეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაკავებულია რუმინეთის მოქალაქე, რომელიც […]

თავისუფლების მარშის მონაწილეები მსვლელობით შსს-სთან მივიდნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო თავისუფლების მარშის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მარშს შეუერთდნენ. მარშს შეუერთდნენ სტუდენტები, რომლებიც 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ შსს აზკაბანის ციხესთან ასოცირდება და მშვიდობიანი პროტესტით სამინისტროსთან გააპროტესტებენ რეჟიმს, რომელიც ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს და აშინებს. თავისუფლების მარშს სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის […]

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. სამინისტროს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „ემსახურე საქართველოს!“ აქციის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ. […]

„ყველამ ერთხმად განვაცხადეთ, რომ ამ კანონმა უკვე ძალიან დაგვაზარალა და სასწრაფოდ არის გასაწვევი“ – შალვა ალავერდაშვილი

„ყველამ ერთხმად განვაცხადეთ, რომ ამ კანონმა უკვე ძალიან დაგვაზარალა და სასწრაფოდ არის გასაწვევი,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, ტურისტული სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა ლევან დავითაშვილთან დღეს რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრის მიზეზი კი ქვეყანაში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო განვითარებული მოვლენები გახდა. როგორც […]

დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაასახელა და “ახალი კვარაც” მოძებნა

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” პსჟ-ში შესაძლო გადასვლის თაობაზე უკვე “ეკიპიც” იტყობინება. სატრანსფერო ექსპერტი ლოიკ ტანზი წერს, რომ “პარი სენ ჟერმენი” კლუბი მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჯერ ოფიციალური წინადადებით “ნაპოლისთვის” არ მიუმართავს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. Spazionapoli-ს ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვაზე მხოლოდ 150 მილიონის შეთავაზებაზე ისაუბრებს, რამეთუ ამ თანხას მიიჩნევს ქართველთან გამოსამშვიდობებლად […]