„ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები“ -კალაძე აშშ-ზე

თბილისის მერი კახი კალაძე ეხმაურება ამერიკის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე და აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს. მისივე ტრადიციული პროპაგანდით, „საქართველოს არასდროს და ვერასდროს იქნება ვინმეს კოლონია.” კალაძე ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები „გადატვირთვას” საჭიროებს. „მე არ მაქვს ამის პრობლემა, ამას პირდაპირ გეტყვით და ახლა სხვა, დანარჩენ შეკითხვას ვუპასუხებ. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, […]

უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რუსეთს დასავლური იარაღით დაარტყას

უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის კიევისთვის იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა მოხსნან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. “დადგა დრო, მოკავშირეებმა იფიქრონ იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომელიც მათ დააწესეს უკრაინისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ხარკოვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების […]

„პანდემია გამოვიარეთ, გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ“ – კალაძე სანქციებზე

„ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ ჟურნალისტების კითხვას. ის ამბობს, პირველ ადგილზე ახლა არა პირადი, არამედ ქვეყნის ინტერესი დგას: „არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი […]

VIDEO: ბუდუს კომენტარი კანკავას გადაწყვეტილებაზე – ჯაბა ევრო2024-ზე არ ითამაშებს

ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ის ევრო2024ზე არ ითამაშებს და მხოლოდ გულშემატკივრის ტიტულით იქნება თანაგუნდელებთან ერთად. მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში სხვადასხვა კომენტარი და დამოკიდებულება მოჰყვა. აი რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ბუდუ ზივზივაძე. ნახეთ ვიდეო:

„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია და მსვლელობა გაიმართება

„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ – ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები კი შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ. 26 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეების ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ. საპროტესტო აქციასა […]

გურამ გურამიშვილი – ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთიდან ორგანიზებული ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ. „ისტორიული ფაქტია, […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრში, სოფელი ზემო ხალაწანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერე 3,9 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო მისი სიღრმე 41 იყო.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არაფერს ამბობს: “საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით […]

ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია – რატი იონათამიშვილი დამამცირებელ ფოტომონტაჟზე

ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია – რატი იონათამიშვილი დამამცირებელ ფოტომონტაჟზე „ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო […]

სიმართლემ გაიმარჯვა – რატი ბრეგაძე

სიმართლემ გაიმარჯვა – რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რატი ბრეგაძე იხსენებს, თუ როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს წამლავდნენ, აწამებდნენ და უსამართლოდ ჰყავდათ პატიმრობაში. […]