Bild: სექსუალურად შეპყრობილმა მოდელმა გერმანელი მეკარის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა [PHOTO]

“ბილდის” ცნობით, “აინტრახტის” 33 წლის მეკარე კევინ ტრაპი ფორმაში არაა, ამიტომ არ შეიყვანეს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის განაცხადში და მიზეზსაც განმარტავს. “მიზეზი” კი მისი საცოლე, ბრაზილიელი სუპერმოდელი იზაბელ გულარია, რომელიც სექსუალურად შეპყრობილია და ტრაპს ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. კევინს უსაყედურეს, რომ ვარჯიშებზე სათანადოდ არ ირჯება. ჟურნალისტების აზრით, 39 წლის გულარმა ურყოფითად იმოქმედა ტრაპის […]

ფილმის „მარტო სახლში“ ცნობილი სახლი იყიდება

ფილმის „მარტო სახლში“ სახლი, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს, იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს. სახლი, რომლის ტერიტორია დაახლოებით ნახევარ აკრს მოიცავს, ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი ფასი 5.25 მილიონი დოლარია. სახლის ინტერიერი ამ დროისთვის სრულად განახლებულია. წინა მფლობელმა ის 2012 წელს 1.585 მილიონ დოლარად შეიძინა.

,, საკუთარი იდენტობისა და პრინციპების დაცვა ყოველთვის შესაძლებელია” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,საგარეო პოლიტიკაზე იშვიათად ვწერდი, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საშინაო პოლიტიკა იყო და არის ამაში სიმართლე, თუ ქვეყანა ძლიერი იქნება, საგარეო პოლიტიკაშიც უფრო მეტი გეთქმის და მტერი თუ მოყვარე სხვა თვალით გიყურებს. ჩემთვის ფუნდამენტური საკითხი იყო დღევანდელი მომხმარებელი ერიდან მწარმოებლად ვქცეულიყავით, დემოგრაფიული კატასტროფა შეგვეჩერებინა, სოფლის მეურნეობაში სასურსათო […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობასთან დასრულდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთგვარი პერფორმანსი გამართეს, კერძოდ, მათ ფერადი სანათები ჰქონდათ მოტანილი და სკანდირებდნენ “საქართველო, საქართველო“. აღნიშნულის შემდეგ მომიტინგეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შემოარტყეს და ბრძოლის გაგრძელების შესახებ კიდევ ერთხელ „ფიცი“ დადეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ასევე […]

ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს

ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს – ევრო ხუთის სტანდარტის 8 ახალი ავტობუსი 21 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ISUZU-ს მარკის თანამედროვე ავტობუსების შეძენა ოზურგეთისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შევიმუშავეთ ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული იქნება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. […]

აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს. „წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ხორუმი იცეკვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტის წინ არიან შეკრებილები, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათ ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყვეს. კერძოდ, ჰიმნის შესრულებისას ფერადი სანათები აანთეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“, „ჩვენი მომავალი ევროპაშია“, „საქართველო ჩვენია“. ასევე, პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად გააკეთეს წრე, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ხორუმიც იცეკვეს. “სხვა გეგმები გვქონდა, გვინდოდა […]

„იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს“ – reuters

იტალია პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალია განაახლებს გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს, UNRWA-ს დაფინანსებას. ამის შესახებ ტაიანიმ რომში პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ მუსტაფასთან შეხვედრისას თქვა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ხუთი მილიონი ევრო დაიხარჯება გაერო-ს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს პროექტებზე, დანარჩენი თანხა კი […]

„მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული, დროა ევროკავშირმაც მიჰბაძოს“ – ევროპარლამენტარი Megobari Act-ზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს ეხმაურება. მისი თქმით, მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული, დროა ევროკავშირმაც მიბაძოს. “სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,” – წერს ლექსმანი. შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI […]

Masdar-მა ქართულ მხარესთნ ხელშეკრულება გააფორმა – როდის აშენდება მზის უდიდესი ელექტროსადგური

არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანია Masdar-მა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა (GEDF), საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აქციონერთა ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას report-ი ავრცელებს. „საქართველოში მზის ენერგიის უმსხვილესი პროექტის რეალიზებისთვის Masdar-მა და GEDF-მა თანამშრომლობაში პროგრესს მიაღწიეს. მომავლის ენერგეტიკის მსოფლიო სამიტის ფარგლებში, რომელიც 16-18 აპრილს გაიმართა, მხარეებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა ხელშეკრულებას 100 მგვტ-მდე […]