“პსჟ 130 მილიონს უფრო კვარაცხელიაში გადაიხდის, ვიდრე ოსიმენში” – იტალიური მედია

სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” ვერ სძლია (0:0), ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს ევროტურნირებზე მონაწილეობას და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს. გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის ჩაგდებული სეზონის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. […]

ნაციონალური მოძრაობა ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი – ირაკლი კობახიძე

როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ. „როდესაც პირდაპირ […]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” უერთდება. განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საბავშვო სამოსის ბრენდმა “ლიმომ” მეორე საწარმო გახსნა

სამკერვალო „ლიდერმა“, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით საბავშვო სამოსს აწარმოებს, თბილისში ახალი საწარმო გახსნა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სამკერვალოს დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციამ 100 000 დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ ამ დრომდე “ლიმოს” ტანსაცმელი მხოლოდ გორში არსებულ საწარმოში იკერებოდა. „ლიმომ“ ძალიან მოკლე დროში მიაღწია ბევრ წარმატებას სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით. მონაწილეობას ვიღებთ […]

უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩვენმა ერებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არა მინიჭებული, არამედ მოპოვებულია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის ქართველებს კეთილდღეობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებს უსურვებს. „გულთბილად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ერებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ […]

ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე – ირაკლი კობახიძე

ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, ახალი აეროპორტი კი 19 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. „გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ […]

ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი. „მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის […]

„ახალი“ – პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს – გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ შემოთავაზებულ პროცესებში

პარტია „ახალი” უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი. „ახალი“ ვთვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. „პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს. ახლა, ამ ისტორიულ […]