საბანკო დეპოზიტები 52.35 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.31%-ით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.15 მლრდ ლარით, ანუ 5.27%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.51%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები […]
ნანა ჯანელიძის მიმართვა 84 დეპუტატის შვილებს

კინორეჟისორი და “ეროვნული კინოცენტრის” ყოფილი დირექტორი ნანა ჯანელიძე წერილს ავრცელებს: ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს: მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცაზე, სინდისზე, გულებზე გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი. დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი(ნერვი) რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს – საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი […]
ცაჰკნა: უნდა მოვამზადოთ პასუხი სტატუსთან, პერსონალურ სანქციებთან, უვიზოსთან დაკავშირებით

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან ცხადი იყოს თავის პასუხში”. მისი თქმით, EU-ის პასუხი, მათ შორის, უნდა მოიცავდეს კანდიდატის სტატუსს, პერსონალურ სანქციებს, რამდენადაც შესაძლებელია და უვიზო რეჟიმის გადახედვას. “ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ძალიან ცხადი უნდა იყოს თავის […]
“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის. “მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ“ – განაცხადა ბორელმა. მისი თქმით, ეს იქნება მინისტრების დონეზე ვითარების პირველადი […]
“გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და ქართველ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. “გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო. ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე […]
სპეკულაციაა, რომ საბანკო სექტორს არტყამს – ნათია თურნავა აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ანგარიშს წარადგენდა. 23 მაისს საქართველოს პარტნიორი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც „აგენტების კანონს“ შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, შეზღუდვებს დაუწესებენ […]
პაატა კვიჟინაძე – პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! – რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ?

პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი [გოცირიძე] ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა და საერთოდ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ? – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმინეს, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეპუტატებს შორის […]
ბერბოკი: წარმოუდგენლად მტკივნეულია, მთავრობა ბლოკავს ქართველების ოცნებას EU-ის წევრობაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, “წარმოუდგენლად მტკივნეულია”, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს ხალხის ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე კანონით, რომელიც შეფასდა, როგორც შეუსაბამო ევროპულ ღირებულებებთან. “ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო […]
ეს პოზიცია არის აღიარება იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ დაირღვა კონსტიტუცია, დაირღვა ვეტო და დღევანდელ განხილვაზე ფაქტობრივად, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი სარგებლობს დუმილის უფლებით!
ეს პოზიცია არის აღიარება იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ დაირღვა კონსტიტუცია, დაირღვა ვეტო და დღევანდელ განხილვაზე ფაქტობრივად, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი სარგებლობს დუმილის უფლებით! “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მსხილაძის განცხადება […]
„ნაცი, ჩახდილი გირჩი, გვარამია, დანარჩენი უსამშობლოებიც, ლოკალური ომის ქარტიაა“ – ზარქუა

„ნაცი, ჩახდილი გირჩი, გვარამია, დანარჩენი უსამშობლოებიც, ეს არის ერთი გაერთიანება. ერთნი არიან, გესმით? – სიას მოიგონებენ, რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ, რაც არის, ამას მოიგონებენ და იმაში გაერთიანდებიან, რა მნიშვნელობა აქვს. მადლობა, მადამ პრეზიდენტს, რომ ყველა ერთად გააერთიანა და ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება, ამ მწვალებელთა პარტიას შორის და მშვიდობის პარტიას […]