BTU-ს ორგანიზებით სტუდენტებისთვის AI ჰაკათონი გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტური ჰაკათონი “ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში” სტარტს იღებს. 15,000₾ საპრიზო ფონდით, ჰაკათონი აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ღიაა. ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას. ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე […]
კახა კალაძე – ვუყურებდი ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში და ამ ადამიანის საცოდაობით დავიწვი – კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, მისგან პასუხი იყო: „იმიტომ“, ეს საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობაა

ამ ადამიანის [გიორგი მსხილაძის] საცოდაობით დავიწვი – კითხვაზე, რატომაა კანონი პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხი იყო: „იმიტომ“. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდების მცდელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი „დალოცვილი ადამიანი“ ვერ გამოინახა, ვინც ისაუბრებს იმაზე, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]
ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად

სალომე ზურაბიშვილმა გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ერთ-ერთი ლიდერი,ნიკა მელია „ფეისბუქზე წერს. მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. „დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი […]
კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართავს

ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა- სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! – ამ ღია წერილით მიმართავს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შვილებს. ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ხელმომწერი დეპუტატების შვილებს ახსენებს, რომ მშობლებთან კამათში შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან […]
დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან მოითხოვს
„ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – ამაში ერთმანეთი ამხილეს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა. სუბარმა პარტია “საქართველოსთვის” წევრ მიხეილ დაუშვილს მიმართა და მის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან […]
ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე, ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი. ცვლილებები აუცილებლად იქნება, ოღონდ პირიქით

„ოპოზიციამ დაგეგმილ რევოლუციაზე ხელისუფლებისგან მიიღო რევოლუციური კანონი,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ცვლილებები აუცილებლად იქნება. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩიბურდანიძე წერს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” პარლამენტში დაბრუნებით ხელისუფლებამ ოპოზიციას და მათ უცხოელ მმართველებს პოლიტიკური ხაფანგი დაუგო და თვალსაჩინო გახადა ის, რომ ოპოზიციას მთელი ქართველი ერი დაუპირისპირდა. ამით ხელისუფლებამ, ჩიბურდანიძის აზრით, […]
ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ისე შემეცოდა, რომ დაცინვაც არ მომინდა – ირაკლი ლატარია
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის გამოსვლას ეხმაურება. „ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ისე შემეცოდა, რომ დაცინვაც არ მომინდა კაცმა მუხლებში არ შემოგყვებითო და არ ვაპირებ კანონზე საუბარსო მგონი მაგას მოატყუეს ფიზკულტურაზე გიშვებთო და იურიდიულ კომიტეტში […]
“დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს “ნაპოლიდან” წასვლა სურს” – ჯოვანის აგენტი

“ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლის” დატოვებს, ამის შესახებ “პარტენოპეის” განაპირა მცველის აგენტმა ისაუბრა. “ის თავდაჯერებას ვერ გრძნობს, ასე რომ, დიახ, ჯოვანის “ნაპოლის” დატოვება სურს, ამის შესახებ დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, მან მითხრა რომ წასვლაში ხელს არ შეგვიშლის, თუმცა ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს”, – განაცხადა […]
„საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვისაუბრო საქართველოზე, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ასევე ქალებს, რომლებიც აპირებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ […]
„როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! – რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ?“ – პაატა კვიჟინაძე

პირიქით რომ ყოფილიყო და ბატონი რომანი [გოცირიძე] ან სხვები დაესანქცირებინათ, ძალიან გავბრაზდებოდი, მეწყინებოდა და საერთოდ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უცხო ქვეყანამ დეპუტატი დამისანქციროს?! რა ხართ, რა ხალხი ხართ, რა გიხარიათ? – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმინეს, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეპუტატებს შორის […]