თანხების შეწყვეტა ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ არის დაბრკოლება – ფულის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს „სამოქალაქო სექტორს“, რომლის დაცვაც ბრიუსელს ისე სურს, როგორც არასოდეს

თანხების შეწყვეტა ევროკომისიას წევრი ქვეყნების მწვანე შუქის გარეშე შეუძლია, მაგრამ არის დაბრკოლება – ფულის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს „სამოქალაქო სექტორს“, რომლის დაცვაც ბრიუსელს ისე სურს, როგორც არასოდეს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. კერძოდ, იოზვიაკი სვამს კითხვას, რა პასუხი შეიძლება გასცეს ევროკავშირმა ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღებას. ჟურნალისტი განიხილავს […]

არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას – ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა

ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს. „33 წლის წინ, დღის დაახლოებით ეს მონაკვეთი იყო, როდესაც […]

ხატია დეკანოიძე – წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი – ეს არის პოლიტიკური მომავალი ივანიშვილის და ამ ადამიანებისა, ვინც აპირებს „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს – ისტორიაში ძალიან მძიმე დამღით შეხვალთ

წარმოიდგინეთ, უდაბნო, მშრალი, ყამირი მიწა და ბუნდოვანი ჰორიზონტი – სწორედ ეს არის პოლიტიკური მომავალი ივანიშვილის და ამ ადამიანებისა, ვინც დღეს აპირებს „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭიროს საბოლოოდ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილმა „ბოროტების ბანალურობის მორალურ კატასტროფაში“ ჩაყარა და ყველაზე უფრო რთული […]

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ ლაპარაკობთ, ისტორია არ იცით? თქვენ რას დათმობთ იმაზე მეტს, რაც შევარდნაძემ დაუთმო რუსებს, მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა და ერთი სანტიმეტრით წინ არ წაწეულა ტერიტორიულ მთლიანობის გზაზე

ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ ლაპარაკობთ, ისტორია არ იცით ხალხო? თქვენ რას დათმობთ იმაზე მეტს, რაც შევარდნაძემ დაუთმო რუსებს, მინისტრები დაუნიშნა, დსთ-ში შევიდა და ერთი სანტიმეტრით წინ არ წაწეულა ტერიტორიულ მთლიანობის გზაზე, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, უმრავლესობიდან ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის […]

შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს – იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება – ნუ იტყუებთ თავს თქვენს მომხრეებთან საუბრით

იქნებ ხალხშიც გახვიდეთ, ქუჩებში, რეგიონში და გაიგებთ, რომ ხალხს უნდა მეგობრები და არა მეურვეები, დამოუკიდებლობა და არა მორჩილება, ქართული გავლენა და არა უცხოური,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა. პაპუაშვილმა ვაშაძეს მოუწოდა, მხოლოდ საკუთარ მომხრეებთან საუბრით თავს ნუ […]

დავით კირკიტაძე – ბატონო შალვა, ზვიად გამსახურდიას არასდროს შეშინებია ამ დარბაზიდან გასვლა და პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის მიმართვა, რომელსაც თქვენ 40 დღეა წარმატებით და პოლიციელების უკან ემალებით

ბატონო შალვა, თქვენ რამდენჯერმე ზვიად გამსახურდია ახსენეთ და ისე შეხსენებისთვის, ზვიად გამსახურდიას არასდროს შეშინებია ამ დარბაზიდან გასვლა და პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის მიმართვა, რომელ ხალხსაც ასე წარმატებით 40 დღეა ემალებით, ემალებით პოლიციელების უკან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი […]

შალვა პაპუაშვილი – საქმე იქეთ მიდის, რომ ხვალ მადლობა გექნებათ სათქმელი – გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს

საქმე იქეთ მიდის, რომ ხვალინდელი დღე როცა გათენდება, მადლობა გექნებათ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს თავისი ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, რომელსაც უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს ქართული და არა უცხოური გავლენა – მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა თქვენს ნაცვლადაც მიიღებს! – ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა […]

დევიდ კამერონი – რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს

რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. „ღრმად შემაშფოთებელი სცენები რაფაჰში, გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა. დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის […]

დღეიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

დღეიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა 2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მ. წ. 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. […]