“მსურს დავაფიქსირო ჩემი ხმა. არა „რუსულ“ კანონს“ – ნიკოლოზ რაჭველი

“მსურს დავაფიქსირო ჩემი ხმა. არა „რუსულ“ კანონს“ – ნიკოლოზ რაჭველი ნიკოლოზ რაჭველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაერთხელ გააკეთა კომენტარი. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის აზრი რუსულ კანონთან დაკავშირებით: „ერთ-ერთი ისტორიული მნიშვნელობის დილა თენდება!!! ვეტოს გადალახვის დღე!!! კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო ჩემი, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქის და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და […]
შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს – როგორ არ ვახსენო, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით, როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები

როგორ არ ვახსენო ქალბატონო ხატია, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეობა დატოვეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სამსახურში შესულიყავით. როგორ არ ვახსენო, რომ დღესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან გაქვთ კავშირები. არ ვახსენო ეს? – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის საპასუხოდ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხატია დეკანოიძე პირდაპირი მეგობარია იმ ადამიანის, რომელმაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. „კი […]
შალვა პაპუაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ევროოპიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, ხმაური მოჰყვა დეკანოიძის განცხადებაზე შალვა პაპუაშვილის პასუხს, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგას შეახსენა, რომ უცხო ქვეყნის სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ დეკანოიძის მიერ ღალატზე საუბარი სირცხვილია. საპასუხოდ, დეკანოიძემ პაპუაშვილს უთხრა, რომ უჩივლებს. […]
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს – გზა და მორალ აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას გილოცავთ!

ნეოსააკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანებისა და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა, თანაც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს – ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააერთიანა „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური „ნაცებით“ და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ გამოვიდა“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს […]
იაგო ხვიჩია უმრავლესობის წევრებს „ქართული ოცნების“ დატოვებას ურჩევს

იმის მიუხედავად, რა ზეწოლა წამოვა ჩვენზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენ თუ ახლა დატოვებთ მმართველ პარტიას, გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ამ ქვეყანას თავიდან ააცილებთ, – ასე მიმართა “გირჩის”დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. მისი თქმით, „გირჩი“ […]
იენს სტოლტენბერგი – დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებაზე დაუწესეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომელიც დაწესებული აქვთ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაზე იმ მოტივით, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს. მისი განმარტებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთი იარაღის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული მთავრობების დონეზე უნდა მიიღონ. „ზოგიერთ მოკავშირეს არ დაუწესებია შეზღუდვები იარაღზე. მჯერა, რომ დროა, დაწესებული შეზღუდვების გადახედვა მოხდეს, თუნდაც ომის […]
ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $48 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანეს, საიდანაც 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ეროვნული ბანკის თქმით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე აღნიშნული თანხის გაყიდვამდე Bloomberg-ის სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.81 ლარი იყო, კომერციულ ბანკებში კი („თიბისი“ და „საქართველო“) 1 აშშ დოლარის შეძენა […]
დეკანოიძე: როგორც არ უნდა დასრულდეს დღე, ბედნიერი ვარ, რადგან ახალი საქართველო დაიბადა

დღევანდელი დღე როგორც არ უნდა დასრულდეს, მე ვარ ბედნიერი, იმიტომ, რომ დაიბადა ახალი საქართველო. დაიბადა საქართველო, სადაც ახალგაზრდები, განსაკუთრებით, ის მომავალი თაობა, რომელიც, რა თქმა უნდა, თქვენც გადაგარჩენთ, მიუხედავად ამ ძალიან მძიმე გამოცხადებული ღალატის ქრონიკისა. მომავალმა თაობამ გაიღვიძა და თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოროტების ბანალურობის კატასტროფულ აქტში მონაწილეობას და ხელშეწყობას.
,, არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა, თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,როგორც სჩანს ეს დღე გარდაუვლად იქნება ერთერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს […]
სებ-მა აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა

2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 60 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.