რუსი ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი დაიკეტა

დღეიდან, 29 მაისიდან ნორვეგია რუს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს. ოფიციალურად ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ 23 მაისს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ. დღეიდან ნორვეგია აღარ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების […]

Samsung წარმოგიდგენთ პრემიუმ Bespoke French Door მაცივარს

პირველად საქართველოში, Samsung Electronics გთავაზობთ პრემიუმ კლასის ე.წ ფრანგული კარის ახალ მაცივარს. Bespoke მაცივარი აერთიანებს უნიკალურ დიზაინს, ფართო სივრცესა და თანამედროვე სტილის, მოსახერხებელ ფუნქციებს. პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: Alta-სა და Elit Electronics-ში. უნიკალური, პრემიუმ კლასის დიზაინი მაცივრის დიზაინს სამზარეულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. Bespoke დაგეხმარება შექმნა დახვეწილი, მოდური და უნიკალური სივრცე შენს სახლში. გარდა […]

USAID-ის ხელმძღვანელი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის

საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის, – ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. “ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, – წერს სამანტა პაუერი X-ზე. გუშინ, საქართველოს […]

„მაგთის“ შემოსავალი 95.3 მლნ ლარამდე, „სილქნეტის“ 70 მლნ ლარამდე, „სელფის“ კი 33.3 მლნ ლარამდე გაიზარდა

„მაგთის“ შემოსავალი 95.3 მლნ ლარამდე, „სილქნეტის“ 70 მლნ ლარამდე, „სელფის“ კი 33.3 მლნ ლარამდე გაიზარდა 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 199 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7 მილიონი ლარით ანუ 10.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული. კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით […]

საზღვარგარეთ დასაქმება შევაჩერეთ, რადგან კადრები ქვეყნის შიგნით არაა და უცხოეთში ვერ გავუშვებთ – KMS Georgia

სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთლის აზრით, საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური კადრებია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში მაღალი ხარისხის ტურიზმის კოლეჯი შეიქმნება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. „ჩვენი მთავარი პრობლემა კადრებია და […]

შემადგენლობები საქართველოს ჯგუფშიც დასახელდა – ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები

ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების სია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენი მეტოქებიის, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრების დამრიგებლებმაც დაასახელეს. ბოლო წლებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმებზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. “კვარას’ შესახებ […]

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვეტოს დაძლევას EU-საქართველოს ურთიერთობებზე შედეგი ექნება

საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, გადაელახა პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი საგარეო გავლენის შესახებ, მიუხედავად დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, გაუქმებულიყო ეს კანონი. ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.

პარლამენტი, სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც მხარი უკვე დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და […]

მედია – ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სერბთა რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, კანონპროექტი ბოსნიელ სერბთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო. ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია. კანონპროექტი სერბთა […]

20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით

ქართველ რეფერის, საბა აბულაშვილს, ცხელი ზაფხული ელის. 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ის პირველად იმსაჯებს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მანამდე კი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და აშშ-ში MLR-ის სამ თამაშს განსჯის. „შარშან კენიაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე ვიყავი მიწვეული და ფინალიც ვიმსაჯე, რომელიც ესპანეთმა მოიგო და პირველად აღზევდა ჩემპიონატში. წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე […]