გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. წვიმს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს […]

პაუერი: უცხოური გავლენის კანონის მიღებით რისკის ქვეშ დგება საქართველოს დემოკრატიული გზა

საქართველოს პარლამენტი, უცხოური გავლენის კანონპროექტის მიღებით, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ თანამშრომლობას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისაკენ მისწრაფებების გვერდით.

როთი: ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ იბრძვით ევროპისთვის

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით. თქვენ იბრძვით ევროპისთვის. თქვენ იბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე – საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა – ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა

„რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა, – ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, – წერს კარლ ბილდტი X-ზე. გუშინ, […]

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება. „ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. უწყების ხელმძღვანელმა ანაჰიტ ავანესიანს, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, ისაუბრეს, […]

რა ღირს ლარი სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში?

ლარი ერთ დღეში 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან. ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 1.67 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით – 2.37 თეთრით. დღევანდელი ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 დოლარი – 2.7847 ლარი; · 1 ევრო – 3.0295 ლარი. ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ქვეყნის უმსხვილეს ბანკებში: „თიბისი […]

„ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა“ – თეთრი სახლი ე.წ. რუსულ კანონზე

„ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ. „ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს […]

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის – USAID-ის ხელმძღვანელი

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის – USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის, – ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე […]

„კონგრესში ველით „მეგობარი აქტის” დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ“ – კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი

„კონგრესში ველით „მეგობარი აქტის” დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ“ – კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი „კონგრესში ველით „მეგობარი აქტის” დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ“, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ კონგრესმენების, ჯო უილსონისა და სტივ კოენის განცხადებაშია ნათქვამი. „კონგრესში ველით “მეგობარი აქტის” დაწინაურებას […]

რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის – სენატორი ბენ კარდინი

რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის – სენატორი ბენ კარდინი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა […]