ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა. „ფესტივალზე – Les Festives Gourmande, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში გაიმართა, […]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე […]

ზარია ნეიმარის სტილში – ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა… [VIDEO]

ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი ზარიას “კაირატი” ქვედალიგელ “აკჟაიკს” დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა. კაირატელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 28 წუთი ითამაშა და 79-ე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ჩვენებურის გუნდმა სოციალურ ქსელში ზარიას ულამაზესი ფინტის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქართველი ნეიმარის სტილში აკეთებს და ამ ვიდეოს უამრავი მოწონება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ყველაფერი […]

IT სექტორში საშუალო ხელფასი 6 940 ლარია – რამდენ ადამიანს ასაქმებს ინდუსტრია?

2022-23 წლებში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა და IT სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგად ჩამოყალიბდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. დარგის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა. „IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მიგრანტების ეფექტს და სხვა სექტორებიდან მუშახელის რელოკაციას […]

IT-ინდუსტრიის შემოსავლები ₾2.4 მლრდ-მდე გაიზარდა, 85% ექსპორტზე მოდის – Galt & Taggart

IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 43.8%-იან ზრდას ნიშნავს. Galt & Taggart-ის IT-ინდუსტრიის მიმოხილვის მიხედვით, სექტორის შემოსაველბის 85% ანუ 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 26% აშშ-ში განხორციელდა, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 15%-ით და მალტა 11%-ით. „IT სექტორის შემოსავლები მზარდია […]

„ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“ – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, – ასე გამოეხმაურა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. „ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს […]

„ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის – სენატორი ჯინ შაჰინი

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა – გაკვირვებული, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს. „ჩემი წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს”, – წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა X-ზე.

ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს – შარლ მიშელი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტიც. “ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები,” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის […]

პარლამენტში დღეს ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავენ

პარლამენტში დღევანდელ სესიაზე განხილული იქნება ევროკომისიის ცხრა დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომლებიც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ”, “ანტიკორუფციულ ბიუროს”, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ”, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ მმართველი გუნდის მთავარ მიზანს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას წარმოადგენს.

„სიფრთხილე გამოიჩინეთ ეს რამდენიმე დღე…“ – ეზოთერიკოსის გაფრთხილება

ეზოტერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც დღევანდელი რიცხვით თარიღდება. ეზოტერიკოსი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „28.05.2024- დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ რიკოთის გზაზე, ეს რამდენიმე დღე და ასევე მაღალმთიანი რეგიონების გზებზე. სიკეთეს გისურვებთ. ახალგაზრდებს გთხოვთ ყურადღებით სვანეთის გზაზე. კიდევ არის მოსალოდნელი ტრაგედია“, – წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.