რატომ გადაიფიქრა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა კომპანიამ ანაკლიის პორტში ინვესტირება? – ლევან დავითაშვილის პასუხი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე 2 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა, რომელიც ოფიციალურად გამარჯვებულად რამდენიმე დღეში გამოვლინდება. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, რა პირობები იყო მიუღებელი ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია Terminal Investment Limited-ისთვის, რის გამოც მან ინვესტირება გადაიფიქრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანიისთვის სახელმწიფოს 51%-იანი […]

დავალიანების გამო, სომხეთში რუსეთის “პირველი არხის” მაუწყებლობა შეჩერდა

სომხეთში რუსეთის “პირველი არხის” მაუწყებლობა ვალის დაფარვამდე შეჩერდა. მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. შეგახსენებთ, მარტში სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ერთ-ერთ მიზეზად მისი გადაცემების შინაარსი დასახელდა, კერძოდ კი, სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები.

„ქოცი მათხოჯი” – ზურა ხაჩიძეს ქუჩაში მოქალაქე დაუპირისპირდა

“ქოცი მათხოჯი” – რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ზურა ხაჩიძეს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და ევეროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგანან მონა უწოდეს. “გაა*ვი ბორჯომში, ქოცო მათხოჯო…” – ასე მიმართა მოქალაქემ ზურა ხაჩიძეს. ვიდეოს თათა ხუნდაძე ავრცელებს. https://

ლევან დავითაშვილი – მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, მათთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენთან სანდო ეკონომიკური გარემოა – ასეთი პოლიტიკური მღელვარება არაერთხელ ყოფილა

არამარტო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ყოფილა არაერთი ასეთი პოლიტიკური მღელვარება. გაცხადებული პრიორიტეტები გვაქვს, რაც ძალიან მკაფიოა. ეს უკავშირდება ევროინტეგრაციას, ევროპასთან მეტ თანამშრომლობას, ხარისხიან თანამშრომლობას. ეს იმ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც არის გაცხადებული,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიწვევს თუ არა უარყოფითი ეკონომიკურ ეფექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ […]

ლევან დავითაშვილი – საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს – იყო განზრახ პანიკის გამოწვევის მცდელობა – ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან

ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრის თქმით, მას არ სურს, რომ […]

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.­ მთავრობის მეთაური დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების […]

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმი შეირჩა

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინურმა კონსორციუმმა — China Communications construction company Ltd, China harbour investment-თან ერთად — შეირჩა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან (შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული), 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს […]

ისრაელის ელჩის თქმით, გააკვირვა ირანში დაკრძალვაზე საქართველოს პრემიერის და საგარეო მინისტრის დანახვამ

ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ გასაკვირი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხილვა თეირანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე. ისრაელის ელჩის თქმით, „ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ […]

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეულ ბენეფიციარს თბილისის მერია ყოველწლიურად 25 000 ლარს გამოუყოფს

„დედაქალაქის მერია წელიწადში, დაახლოებით, 25 000 ლარს გამოყოფს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თთოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს. „30 მაისი გაფანტული […]

შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს – ლევან დავითაშვილი

ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოოდ იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს „მყისიერად შეუდგება“. „კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. ზუსტად […]