“დე ლაურენტისი კვარაცხელიას ტრანსფერზე ხელებს იშვნეტს – გაუძლებს ცდუნებას?” – იტალიური მედია

თითქმის ყველა იტალიური გამოცემა “ნაპოლიში” ცვლილებებზე წერს, რომელსაც მალე ანტონიო კონტე ჩაუდგება სათავეში და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალიც გაირკვევა. “კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, კონტე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან კვარაცხელიას, ჯოვანი დი ლორენცოს, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სტანისლავ ლობოტკას შენარჩუნებას მოითხოვს და ქართველს შეიძლება 7-ნომრიანი მაისური გადასცენ. “რეპუბლიკა” წერს, რომ კვარაცხელიას სანაცვლოდ “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა […]
„გადავაჭარბეთ ადგილების იმ რაოდენობას, რაც სტუდენტებისთვის გვაქვს და ყველა პროგრამაზე არის კონკურსი“ – კოლეჯ „პრესტიჟის“ დირექტორი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, თელავში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებზე კოლეჯ „პრესტიჟის“ დირექტორმა კოტე დოლიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, კოლეჯში საგაზაფხულო მიღება გამოცხადებული იყო 6 პროგრამაზე. ესენია: ინფორმაციული მხარდაჭერის პროგრამა, თმის მომსახურება, ელექტრობა, სატყეო საქმე, მხატვრული ქსოვა, კომპიუტერული ქსელი და სისტემები. „ჩვენი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვახორციელებთ 12 პროგრამას, ხოლო გაზაფხულზე გამოვაცხადეთ […]
გიორგი მარგველაშვილი – ოქტომბრის არჩევნები კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი: გვინდა რუსეთში თუ ევროპაში – მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ისეთი ბიულეტენი, სადაც ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, რომელსაც შემოხაზავს

ოქტომბრის არჩევნები არა იურიდიულად, არამედ კონცეპტუალურად მაინც იქნება რეფერენდუმი იმაზე, გვინდა ჩვენ რუსეთში, თუ გინდა ევროპაში , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა. ის გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა შესთავაზონ ისეთი საარჩევნოო ბიულეტენი, რომელშიც „ღალატით გაბრაზებული ამომრჩეველი იპოვის ნომერს, […]
გიორგი მარგველაშვილი – პოლიტიკურ მორჩლებაში მყოფი 84 ადამიანის პოლიტიკური სუიციდი მოხდა, რაც ბევრად დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე აქამდე ვიყავით

მე მგონია, [ვეტოს დაძლევა] პოლიტიკურად მაინც დადებითი მომენტი იყო, პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია მოხდა, ეს არის 84 ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მორჩილებაშია – გუშინ მათი პოლიტიკური სუიციდი მოხდა , – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ასევე, […]
ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტზე – კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება

კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ის, „რაც უკვე ნათელი იყო“, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა „ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს“. ჯაფარიძის […]
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის – China Communications Construction Company Limited სანქციებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. „გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის […]
არარეზიდენტებმა ბანკებიდან 2 მლრდ ლარის ვალუტა გაიტანეს

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა აპრილში, ანგარიშებიდან 2.8 მლრდ ლარამდე თანხები გაიტანეს , ძირითადად დოლარში. ევროს განაღდებებზე 190 მლნ ლარის ექვივალენტი მოდის რაც მიმდინარე ფასებში 63 მლნ ევროს შეადგენს. მთლიანად, სხვა ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშებზე, ვადიანი და მოთხოვნამდე საანაბრე ანგარიშების ჩათვლით, 01.05.2024-ის მდგომარეობით, 9.6 მლრდ ლარია. აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, კლებაა 100 მილიონამდე. აქედან აშშ დოლარში, ნაშთი შემცირებულია 4%-ით […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ კუბერნატთან შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ კუბერნატთან შეხვედრა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ კუბერნატთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორი თეონა რობაქიძე და ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი […]
“საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიაში” – პროკრემლისტებმა თბილისში კონფერენცია გამართეს

“საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ” – ამ სახელწოდებით პროკრემლისტებმა 24 მაისს თბილისში კონფერენცია გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორი ევრაზიის ინსტიტუტის და მისი ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა. როგორც ერთ-ერთი რუსული ტელეგრამი წერს, ღონისძიების მიზანი “პროდასავლური ძალების მიერ ანტირუსული ისტერიის გაღვივების ფონზე საზოგადოების ინფორმირება იყო”. დისკუსიის მონაწილეებმა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ისტორია განიხილეს და აღნიშნეს, […]
ბაზრებისთვის, EU-ის სივრცეში გაერთიანება უსაფრთხოების გარანტია, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება, რომ ამ ბაზრებს შეუერთდეს – გერმანიის ელჩი

ბაზრებისთვის, EU-ის სივრცეში გაერთიანება უსაფრთხოების გარანტია, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისთვის საუკეთესო ნაბიჯი იქნება, რომ ამ ბაზრებს შეუერთდეს – გერმანიის ელჩი