“მოღალატე მონათა დასმა ახალი დავალება მიიღო მოსკოვიდან” – სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს: მოღალატე მონათა დასმა ახალი დავალება მიიღო მოსკოვიდან, სამართლებრივი დევნის და შევიწროვების კამპანიის დაწყება, რუსული კანონის საფუძველზე. საინტერესოა, რამდები ასეული ათასის ‘გასამართლებას’ აპირებს ბიძინა?
ლანა გალდავა – მაინც მოგიწევთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმება იმიტომ, რომ ანტიეროვნულია, ანტიკონსტიტუციურია, ანტიდასავლურია და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

მაინც მოგიწევთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კანონის გაუქმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა. ის აღნიშნულით ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ანტიდასავლურია. „ყველაზე მაღალი რანგის, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ,ვენეციის კომისია, ასევე, ეუთო/ოდირის დასკვნა ქვეყნდება რუსულ, დიახ, რუსულ კანონზე, რადგან მხოლოდ ,,რუსსკი მირის” ინტერესებში […]
თბილისში იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის შემდეგ თბილისშიც მალე ახალი საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტია „ლელოს“ ლიდერები ტურინის იუვენტუსის დელეგაციასთან ერთად, ლისის ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც მალე დამწყები ფეხბურთელებისთვის ტურინის იუვენტუსის ანალოგიური სასწავლო-სარეაბილიტაციო კომპლექსი გაიხსნება. ტურინის იუვენტუსის დელეგაციის შემადგენლობაშია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ტრეზეგეც. „გვქონდა განხილვა კონკრეტული პროექტის განხორციელების თბილისში, ეს არ […]
სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პროცესი იქნება ნატოსთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 31 მაისს თქვა, რომ სამხედრო ალიანსმა უნდა გააფართოოს თავისი როლი რუსეთის ძალებთან მებრძოლი უკრაინის დახმარების საქმეში და მოსკოვს მკაფიოდ აჩვენოს, რომ კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება ამის საჭიროება. “საჭიროა მოსკოვს ესმოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი პროცესისთვის უკრაინის მხარდასაჭერად”, – უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების […]
ირმა სოხაძე და მანუ მურღულია POSTV-ში აღარ მუშაობენ

POSTV-ის გადაცემა “დღის პოსტი” ირმა სოხაძისა და მანუ მურღულიას გარეშე აგრძელებს მუშაობას. 29 მაისიდან გადაცემას ახალი წამყვანები ჰყავს – მსახიობი ნატუკა გულიაშვილი და ტელეწამყვანი რუსკა ხვედელიძე. “ნეტგაზეთს” ინფორმაციით მანუ მურღულია ტელევიზიიდან გაუშვეს. “აღარ ვმუშაობ ამ არხზე. ეს არის მხოლოდ ჩემი კომენტარი” – გვითხრა მანუ მურღულიამ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან, რა გახდა მიზეზი, თავი შეიკავა. მანუ მურღულია […]
თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი – ტაქსი ლიზინგი

აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის თიბისი ლიზინგმა სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად: ფლობდეს მართვის მოწმობას და უფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი. „საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ტაქსით მომსახურება საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა, თუმცა ხშირად, მძღოლს მანქანა არ ჰყავს, მისი ყოველდღიური ან თვიური სარგებლობისთვის ქირაობა უწევს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს […]
“უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს ჩათრეული ამ ომში“ – ანალენა ბერბოკი

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თავდაცვის უფლება წარმოადგენს ჩვენი [უკრაინისადმი] მხარდაჭერის ხაზს. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ამ ომში ნატოს ჩათრევა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და იცავენ სხვებიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 31 მაისს, ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვის პასუხად. ალიანსის შიგნით კვლავაც არ არის […]
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, EU-ის გზიდან რუსული გავლენისკენ გადაეხვია — ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ხელი არ უნდა ჩაიქნიოს საქართველოზე, რადგან მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. „ვფიქრობ, საქართველო არ არის დაკარგული შემთხვევა. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ძალიან კონკრეტულად დაველაპარაკოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იქნება შედეგები, თუ ასე გააგრძელებენ“, — თქვა მარგუს ცაჰკნამ ჩეხეთში, ნატოს საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე. […]
უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და შვედეთის სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, მისი, თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეწყდება. დოკუმენტის თანახმად, 2024-2026 წლებში შვედეთი უკრაინას 75 მილიარდი […]
არჩილ თალაკვაძე – თუ კანონის სახელწოდებას იარლიყად და პრობლემად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?

ჩემი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი რა კანონსაც მიიღებდა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემდი და შევასრულებდი – დიახ! – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, არასამთავრობო ორგანიზაციას რომ წარმოადგენდეს თავად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით, შესაბამისი სახელწოდების რეესტრში. აღნიშნული კითხვის პასუხად თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ თუკი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პრობლემა სახელწოდება […]