არჩილ თალაკვაძე – თუ კანონის სახელწოდება იარლიყად და პრობლემად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?

ჩემი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი რა კანონსაც მიიღებდა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემდი და შევასრულებდი – დიახ! – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, არასამთავრობო ორგანიზაციას რომ წარმოადგენდეს თავად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით, შესაბამისი სახელწოდების რეესტრში. აღნიშნული კითხვის პასუხად თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ თუკი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პრობლემა სახელწოდება […]
ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე – ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა

ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, – ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე […]
გერმანიის მთავრობა – უკრაინას შეუძლია ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად გერმანული იარაღი გამოიყენოს

კიევს შეუძლია გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო, ახორციელებს. „ჩვენ ერთობლივად […]
ქეთევან თურაზაშვილი – ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო – სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში – ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს

ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რომელმაც მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე შესულ მუქარისშემცველ ზარებზე ისაუბრა. როგორც თურაზაშვილმა განმარტა, უკვე რამდენიმე კვირაა, მისი ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება. დეპუტატის თქმით, […]
“დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის” – ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ძალიან მადლიერია. მისი თქმით, ივანიშვილისგან თეთრიც კი არ აუღია. “კაცმა 3 მილიარდი დახარჯა ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, ეკლესია-მონასტრებისთვის, თეატრებისთვის, მუსიკალური ცენტრებისთვის, სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, ჩემს სფეროში თუნდაც. მე არ ეგონოს ვინმეს, რომ ან დოტაციაზე ვარ, ან ბიძინასგან ხელფასს ვიღებ. არცერთი თეთრი არ ამიღია მისგან და […]
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან თანამშრომლობა შეწყვიტა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან, სტრატკომთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა Byline Times წერს. როგორც სტატიიდან ირკვევა თანამშრომლობა მარტში შეწყდა და ამას სტრატკომის მიმართ გამოთქმული არაერთი ბრალდება უძღოდა. საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი 2015 წელს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით NATO-ს ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, რათა ხელი შეეწყო შავი ზღვის ქვეყნების მედეგობისთვის რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ამ […]
რუსულ კანონზე “ლიეტუვის პოზიციის და ქმედებების” გამო, ელჩი საგარეოში დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ელჩის დაბარების მიზეზი რუსულ კანონზე “ლიეტუვის მხარის პოზიცია და ქმედებებია”. 30 მაისს, რუსული კანონის დამტკიცების პასუხად, ლიეტუვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარა. საგარეოს თქმით, დღეს კალინდრას “განუმარტეს”, რომ “ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, გაბრიელიუს ლანდსბერგისის რუსული კანონის […]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს

„აგენტების კანონის“ შესახებ ლიეტუვის „პოზიციასა და ქმედებების“ გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ამ ქვეყნის ელჩი. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლიეტუვის წარმომადგენლების ქმედებები საქართველოს „შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო […]
VIDEO: “ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება” – მერაბ სეფაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კომენტარს აკეთებს. მისი სიმღერა “ზღაპრის ბოლო კეთილია” ამ აქციების პერიოდში პოზიტივის სიმბოლო გახდა. „კონცერტი არის, ფაქტობრივად, საქველმოქმედო იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაჯარიმებულები არიან და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი ძალიან ბევრია. ჩვენ თუ შეგვიძლია რაიმე პატარა გავაკეთოთ, გავაკეთებთ. დიდი თხოვნაა, რომ იმიტომ მივიდე აქციაზე, ეს […]
უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში – პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა

ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს უკრაინის უფლება, დასავლური შეიარაღებით მიიტანოს იერიშები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე. “უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება… აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო […]