ნოდარ მელაძე – მამუკა რუსმა მდინარაძემ ტრადიციულ სტილში, ტყუილებით, გადაწყვიტა ჩვენს გუნდზე ანგარიშსწორება – მის პოსტში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა

მამუკა რუსი მდინარაძის პოსტში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე – მამუკა რუსმა მდინარაძემ ტრადიციულ სტილში, ტყუილებით, გადაწყვიტა ტელეკომპანია „პირველზე“ და ჩვენს გუნდზე ანგარიშსწორება,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა, ნოდარ მელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონების შესახებ საკუთარი გადაცემის ანონსზე, თავად მდინარაძის პოსტს. როგორც მელაძე ამბობს, […]

სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლები

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა, ტელევიზიების მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში, „მთავარ არხში“, „პოსტივიში“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ რეკლამის დამკვეთები ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც ამაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ. როგორც ირკვევა, გასულ კვარტალში „ტელეიმედს“ 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა“-მ, „სმარტ […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ნინოობას ულოცავს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, […]

რა ქონებას ფლობს რამინა ბერაძე – დეპუტატის 2023 წლის დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს რამინა ბერაძე – დეპუტატის 2023 წლის დეკლარაცია 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რამინა ბერაძე ფლობს 2 ბინას, არასაცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთს მარნეულში. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, არასაცხოვრებელი ფართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმის საფუძველზე გადაეცა უსასყიდლოდ. რაც შეეხება 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს მარნეულში (სოფ. ყიზილაჯლო) მემკვიდრეობით ერგო. (დეკლარაციის შევსების მომენტში, მიმდინარეობდა […]

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთზე დარტყმისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის მიცემული ნებართვა ეხება არა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს, არამედ სუმის ოლქსაც

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთზე დარტყმისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის მიცემული ნებართვა ეხება არა მხოლოდ ხარკოვის სიახლოვეს, არამედ სუმის ოლქსაც აშშ-ის თანხმობა, რომ უკრაინამ რუსეთზე დარტყმისას გამოიყენოს ამერიკული იარაღი, არ ეხება მხოლოდ ხარკოვის რაიონის მახლობლად მდებარე ტერიტორიებს, – ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა გააკეთა. „ეს […]

დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით […]

გიორგი ამილახვარი – გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! -ჩვენი შვილების განათლება და განვითარება არის თავისუფალი, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს შენების უმთავრესი წინაპირობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ამილახვარმა ასევე მიულოცა ბავშვების მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება. „გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. უკლებლივ ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ, […]

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. „ბელგოროდის თავზე ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა – საჰაერო სამიზნეები ქალაქის მახლობლად ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – წერს ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე. ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად, სოფელ რაზუმნოეში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, შაბათს ღამით, ბელგოროდის ცაში […]

ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ოფისს თავს დაესხნენ შუბებით შეიარაღებული ადამიანები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ჩანს, ოპოზიციური პარტიის დაზიანებული ოფისი. მისი თქმით, წუხელ, 1 მაისს, 02:30 საათზე, 30-40-მდე „შუბებით შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა ენმ-ის ცენტრალურ ოფისს“. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ოფისის დაზიანების დროს, შენობაში პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. „ეს არის ის ენა, რომლითაც ივანიშვილს სურს დაელაპარაკოს ქართველ ხალხს“, – ლევან ხაბეიშვილმა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, […]