ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორი, ბასტიან გიგერიხი ავრცელებს. „IISS Shangri-La Dialogue-ში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან დროს ხდება. ჩვენ მის კომენტარებს მოუთმენლად ველით“, – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორის, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) გენერალურმა დირექტორმა, ბასტიან გიგერიხმა. კონფერენციის სესია, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას, კვირას, ადგილობრივი დროით […]
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ბად ჰომბურგში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბად ჰომბურგის მერს, ალექსანდერ ჰეტიეს შეხვდნენ. შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური […]
2 400-ლარიანი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი 5.2%-ით გაიზარდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, ყოველთვიური ანაზღაურების მიმღებ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. მონაცემები 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება იმ პირთა წილში, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 2,400 ლარი ან მეტია. მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, 2,400 ლარი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენს. მონაცემები გასული წლის […]
არაბულ კლუბებს ფრანკ-ზამბო ანგისას შეძენა სურთ

არაბულ კლუბებს “ნაპოლის” ნახევარმცველის ფრანკ-ზამბო ანგისას შეძენა სურთ, ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. კამერუნელს “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, წყაროს ცნობით კი 28 წლის ნახევარმცველი დარწმუნებული არაა, რომ კარიერის გაგრძელება კვლავ “ნაპოლიში” სურს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანგისას ამ ზაფხულს გასხვისებას.
“პსჟ-ში მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა” – სოსო პავლიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რუსეთში მცხოვრები ქართველი წარმოშობის მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა Metarating-თან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მომღერლის თქმით, “კვარა” “პარი სენ ჟერმენში” კილიან მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა. “ხვიჩა პსჟ-ში მბაპეს ღირსეულად შეცვლიდა. კვარაცხელიას უზარმაზარი ნიჭი და წარმოუდგენელი მომავალი აქვს. თუ ის ყველაფერს სწორად გააკეთებს, დიდებული ფეხბურთელი გახდება”, – განაცხადა პავლიაშვილმა “კვარაზე”. შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუხედავად პსჟ-ის […]
ვერცხლის ლიგაზე საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში „თბილისი არენაზე“ ლუქსემბურგს უმასპინძლა. ქართველმა ფრენბურთელებმა მეტოქე სამ სეტში ანგარიშით 3:0 (26-24, 25-18, 25-15) დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ისლანდიასთან 2 ივნისს თბილისში გამართავს. ქართველმა ფრენბურთელებმა ტურნირზე ფარერის კუნძულების ნაკრებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგება ჩაეთვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმეს. ევროპის ვერცხლის ლიგაზე 10 ქვეყანა ასპარეზობს. […]
ბეჟაშვილი: ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე გამოძიების ქონების დაზიანების მუხლით დაწყება, ცინიკურია

„შსს–მ ცინიკურად საქმე აღძრა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ ის არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა”, – ეს განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა პარტიის ცენტრალურ ოფისზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის კომენტირებისას. “მოვუწოდებთ შსს–ს, გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამ მუხლით დაიწყოს სისხლის […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცეცლხსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. […]
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის რეგიონულმა ოლიმპიურმა ორგანიზაციამ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ღონისძიებები გამართა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური […]
ლევან მაჭავარიანი – რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე ბინძურ ზემოქმედებას, იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას

კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ოპონენტებს მიმართა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის და იქნება ქვეყანაში […]