რუსთავში კორპუსიდან გადმოვარდნილი გოგო რეანიმაციაში რჩება

რუსთავში კორპუსიდან გადმოვარდნილი გოგო რეანიმაციაში რჩება რუსთავში კორპუსიდან გადმოვარდნილი 17 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც “კლინიკა რუსთავის” პრესსამსახურში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება. “ზოგადი მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილიზაცია არის. დღეს იგეგმება ოპერაციის ჩატარება”, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 31 მაისს, 21-ე მიკრორაინში საცხოვრებელი კორპუსიდან […]

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება

2 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას სლოგანი – “ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი” აერთიანებს. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება. დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის […]

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. “ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

არჩილ თალაკვაძე მაიკლ როთს – როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე განცხადება გააკეთო – ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის სტატუსს ეხმიანება, სადაც როთი აღნიშნავს, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“. […]

გიორგი ვაშაძე – პუტინი, ლუკაშენკო და კადაფი არ ექცეოდნენ დიპლომატებს ისე, როგორც უტიფარი კობახიძე ექცევა – ლოგიკურია, რომ ელჩები პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

პუტინი, ლუკაშენკო და კადაფი არ იქცეოდნენ დიპლომატებთან მიმართებით ისე, როგორც იქცევა უტიფარი, გაუნათლებელი კობახიძე,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ის ფაქტი, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიწვევის მიუხედავად პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრნენ. მისივე შეფასებით, დიპლომატიური კორპუსის ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცა „ქართული ოცნების“ მთავარ მოძალადე იარაღად. „აბსოლუტურად […]

ლევან მაჭავარიანი – მე პირადად და ჩვენი გუნდი, ძალადობას ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება – „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცვის წევრები ვნახე ბეისბოლის ბიტებით, მოვისმინეთ იარაღიდან გასროლა, ეს უკიდურესად მიუღებელია

მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ძალადობას ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, აღნიშნულზე სამართალდამცავები რეაგირებას მოახდენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცვის წევრები ვნახე ბეისბოლის ბიტებით, იქ მოვისმინეთ არაერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ეს ყველაფერი უკიდურესად […]

გიორგი ვაშაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია – ძალადობრივი ქმედებები ხალხის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს

მათი ძალადობრივი ქმედებები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხალხის ნებაზე, რადგან მათ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანეს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას. ვაშაძის თქმით, ცვლილებები გარდაუვალია. „დღეს, გამთენიისას, ხელისუფლების მართული ჯგუფების მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ დამფრთხალია და შეშინებული ცდილობს […]

მაჭავარიანი: რამდენჯერაც ეცდებით ბინძურ ზემოქმედებას, იმდენჯერ უმკაცრეს პასუხს მიიღებთ

პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ “ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიის” ავტორები სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აგენტები არიან. რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაჭავარიანი პარტიის სახელით იმუქრება, რომ ოპონენტების მხრიდან ყველა ზემოქმედებაზე “უმკაცრესი პასუხი” ექნებათ. “მოგონილი საუკუნის აფიორით და სიტყვა რუსულის მილიონჯერ […]

ბეჟაშვილი ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე: გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით უნდა დაიწყოს

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შსს-მ “ცინიკურად” საქმე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა, რეალურად კი, როგორც თავად ამბობს, საქმე ჯგუფურ თავდასხმას ეხება. “შსს-მ საქმე ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა და ამით ცხადად ჩანს, რომ შსს ასეთი ბანდიტური ჯგუფების რეალური მფარველია… მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და […]

სახალხო დამცველი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი […]