„შავ სიაში“ მყოფი პირების რაოდენობა მცირდება – რა ინფორმაციას ავრცელებს კრედიტინფო

„შავ სიაში“ მყოფი პირების რაოდენობა მცირდება – რა ინფორმაციას ავრცელებს კრედიტინფო საქართველოში მსესხებლების 9,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2024 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 273 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 370 809-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 055 781 494 ლარის ვადაგადაცილებულ […]

სამოქალაქო საზოგადოებამ პანელური დისკუსია სახელწოდებით “საუბარი ევროპაზე- EuroTalk” გამართა

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით პანელური დისკუსია სახელწოდებით „საუბარი ევროპაზე- EuroTalk“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიას ქეთევან სიჭინავა, ნინი შენგელია და თამუნა გამყრელიძე ხელმძღვანელობდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანი იყო დისკუსიის გამართვა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ჭრილში, რამაც ევროკავშირის და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო კრიტიკა გამოიწვია. დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე: · განათლებისსფეროსწინაშეარსებულიგამოწვევები […]

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჭიროა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება. „ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა […]

„ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი – პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია – იკვეთება კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტის, ლაშა ტყეშელიაძის განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების მხოლოდ 187-ე მუხლით დაწყება არასწორია, „რადგან კერძო საკუთრებაზე წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა იკვეთება“. მისი თქმით, გამოძიება გუშინვე უნდა დაწყებულიყო, როდესაც დანაშაული მოხდა. „გამოძიება დაიწყო მხოლოდ 187-ე მუხლით და 187-ე მუხლით მხოლოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა […]

რუსთავში Oxygen Fest-ი ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა

რუსთავში „ოქსიგენ ფესტი” (Oxygen/Fest) გაიხსნა. ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობებით დღეიდან დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, Oxygen Fest-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1-ელი ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან. „ოქსიგენი“ ტრადიციულად თევზჭერის […]

ეკონომიკის სამინისტრო – კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე, არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს – პროექტის წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს. „გვსურს გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს. განვმარტავთ, რომ […]

ლაშა ფარულავა – გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა – ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით – რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა – ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით. რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც ფარულავა განმარტავს, თავს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაესხნენ. „გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა […]

„არ ვემორჩილებით რუსულ კანონებს“ – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „აგენტების კანონი“ გააპროტესტეს

პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა 1 ივნისს თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე გააპროტესტეს „აგენტების კანონის“ მიღება. „კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს! ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონებს. ეს ქვეყანა არ იქნება მორჩილებაში არცერთი დიქტატურის მიმართ“, – საზოგადოებამ მწერალ ტორესა მოსის სიტყვები მოისმინა. მწერლებს ეკავათ ტრანსპარანტი, რომელზეც ეწერა სიტყვები 1921 წელს საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული […]

ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს

ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს “ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძის უკანონო შემოსავლებს ეძებენ ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. საზოგადოების დამაჯერებლობისათვის ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და განაცხადეს, რომ თურმე საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ფიქსირდება მამუკა მდინარაძე […]

ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ ე.წ. „რუსული კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს […]