პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობას „ოცნების“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ და გმობენ, „სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ძალადობას“ ენმ-ის ლიდერებზე, ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.” წერილი ნათქვამია, რომ წუხელ, „აგრესიის შოკისმომგვრელი აქტი მოხდა“, როდესაც 60-კაციანმა ჯგუფმა ძალადობრივი თავდასხმა განახორციელა „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას. „სამართალდამცავების პასუხი ამ ძალადობაზე იყო საგრძნობლად დაგვიანებული, რამაც სერიოზული კითხვები […]

მამარდაშვილი “ვალენსიას” დაემშვიდობა – ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი პირველი ფეხბურგელია, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ “ვალენსია” სწრაფად დატოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და თავისი ქვეყნის სახელი დაიცვას. ამავე წყაროს ცნობით, ლა ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც ღამურები “სელტას” დაუპირისპირდნენ, ჩვენებური თანაგუნდელებს ესაუბრა და გამოემშვიდობა, რითაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ “მესტალიადან” მიდის. გიორგი ახლა ტრანსფერზეა და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა […]

სტამბოლში I კვარტალში რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩავიდა

სტამბოლმა 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტების მიღების რეკორდი დაამყარა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სტამბოლს 5 244 936 უცხოელი სტუმარი ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,94%-ით მეტია. დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ეწვია სტამბოლს: 167 824 მას მოსდევს გერმანია (109 202), ირანი (80 193), აშშ (68 […]

უკრაინის საჰაერო ძალები – რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 გავანადგურეთ

რუსები გუშინ ღამით უკრაინას Shahed-ის ტიპის 25 დრონით და ორი რაკეტით დაესხნენ თავს, უკრაინელმა სამხედროებმა 24 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსი ოკუპანტები ღამით თავს დაესხნენ უკრაინას ყირიმიდან „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი რაკეტით ხარკოვის ოლქის მიმართულებით, დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 […]

თბილისში, დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიამართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

150 000 – ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია: Cardiostim – […]

ირაკლი ნადარეიშვილმა 150 000 – ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, საქართველოში ეკოსისტემა საკმაოდ წარმატებულია. ჩვენ გვყავს სტარტაპები, რომლებიც ათეულობით მილიონის ინვესტიციას იზიდავენ საქართველოში უცხოეთიდან, ქმნიან ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს. იმედი მაქვს, რომ 20 გამარჯვებული სტარტაპი, რომლებიც დღეს გამოვლინდნენ, წარმატებული ქართული სტარტაპების რიცხვს შეუერთდება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების […]

4 ივნისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება

2024 წლის 4 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24C05318) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 2.6 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC27127058) განათავსებს. სახაზინო ობლიგაციების (GETC27127058) აუქციონში მონაწილეობის […]

გველესიანის გოლმა “პერსეპოლისს” ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

ირანის ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში “პერსეპოლისმა” საკუთარ მოედანზე “მეს რაფსანჯანი” გიორგი გველესიანის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა. “პერსეპოლისმა” ტურნირი 68 ქულით დაასრულა და “ესტეგლალი” 1 ქულით ჩამოიტოვა. გველესიანმა ჩემპიონატის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახლა გიორგი ამაღლებული განწყობით შეუერთდება საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში.