ვოლოდიმირ ზელენსკი – ზოგიერთმა ქვეყანამ სამშვიდობო სამიტის ჩაშლაში რუსეთის დახმარება დაიწყო – მსოფლიო უნდა იყოს ძლიერი, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, შეუძლებელია პუტინის შეჩერება სხვა გზით

ახლა უკრაინას აქვს დადასტურება მსოფლიოს 106 ქვეყნისგან 15 ივნისს შვეიცარიაში მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე, მაგრამ რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს მის ჩატარებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ კონფერენციაზე “დიალოგი – შანგრილა” განაცხადა. „დადასტურება გვაქვს მსოფლიოს 106 ქვეყნიდან და ეს არის მაღალ დონეზე: ლიდერების დონეზე, მათი ქვეყნების წარმომადგენლების მაღალ დონეზე. რუსეთი დღეს დადის მსოფლიოს […]
რუსთავში “ოქსიგენ ფესტი” (Oxygen/Fest) გაიხსნა

რუსთავში “ოქსიგენ ფესტი” (Oxygen/Fest) გაიხსნა. ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობებით დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. “Oxygen Fest”-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან. 2 ივნისიდან “ოქსიგენის” საფესტივალო სივრცეში სტარტს ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც აიღებს. Oxygen Fest-ის […]
ევროპის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ევროპის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ძალიან მძიმე დღეა „ევროპის უნივერსიტეტისთვის“, გარდაიცვალა ჩვენი სტუდენტი კოკა დემურია. კოკა დააკლდება ვეტერინარიის ფაკულტეტს, მთელ ჩვენს უნივერსიტეტს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კურსელებს. წარმოუდგენელია ამ დროს სანუგეშოდ სიტყვების მოძებნა. კოკა დემურია ტკივილად დარჩება ყველასთვის, ვინც მას იცნობდა,“ – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
რა ეღირება დოლარი და ევრო – 2 ივნისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0319 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.
თბილისში, დღეს „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

2 ივნისს, 20:00 საათზე, „რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ამასთან 21:00 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის. შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია – დევნილები დღეს მსვლელობას გამართავენ

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანებას!” , – დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დღეს – 2 ივნისს, 20:00 საათზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო მარში გაიმართება. აფხაზეთიდან დევნილები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. “აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია! შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გესახებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით! ჩვენ აფხაზეთში ღირსეულად უნდა დავბრუნდეთ! მშვიდობიანი გზით […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს დღისით. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +19, +24°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე […]
ჩინური კოსმოსური ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს დაჯდა

ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-6“ წარმატებით დაჯდა მთვარის ბნელ მხარეს, წინასწარ გათვლილ ზონაში – ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება. აპარატის ამოცანაა გრუნტის სინჯების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა. 2 კილოგრამი გრუნტის შესაგროვევლად მას ორი დღე აქვს, ხოლო დაბრუნებას ელიან დაახლოებით 25 ივნისისთვის, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. „ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. […]
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მოქალაქეობის მისაღებად ბინადრობის მოთხოვნის 25 წლამდე გაზრდა იგეგმება

შესაბამის ,,კანონპროექტს” ე.წ. პარლამენტმა პირველი მოსმენით 31 მაის დაუჭირა მხარი. ადრე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მოქალაქეობის მისაღებად 10 წელი ბინადრობს საკმარისი იყო. ,,კანონპროექტი” ადგენს ე.წ. მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების კვოტას – წელიწადში არაუმეტეს 30 ადამიანისა, იმ პირთათვის, ვისაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს აფხაზეთისა და კაცობრიობის მიმართ, ან აქვს აფხაზეთისთვის საინტერესო პროფესია ან კვალიფიკაცია. ასევე იგეგმება ე.წ. მოქალაქეობის […]
Rooms Bakery – პურ-ფუნთუშეულის ახალი ბრენდი Rooms-ისგან

კომპანია Rooms Hotel-მა 1.5 მლნ დოლარის ინვესტირებით პურ-ფუნთუშეულის ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა. მაღალი ხარისხის ფქვილისგან პრემიუმ სეგმენტის პროდუქტი ბაზარზე პირველი ივნისიდან Rooms Bakery-ს ბრენდით ჩაეშვა. ბიზნესის ახალი მიმართულებაზე სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ #რედაქტ2-ში ისაუბრა და გაიხსენა, საიდან გაჩნდა ახალი საწარმოს გახსნის იდეა. “ჩვენ მომხმარებელს, ვისაც Rooms-ი უყვარს დავპირდით, რომ […]