„იარტ გალერეაში”, თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტს „მონალიზას ღიმილი – საქართველო“

4 ივნისს, „იარტ გალერეაში”, FREE ART SPACE GALLERY – თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტს „მონალიზას ღიმილი – საქართველო“, სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები, როგორც საქართველოდან აგრეთვე იტალიიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. „“მონა ლიზას ღიმილი“ დღემდე მსოფლიოსთვის ამოუცნობი და იდუმალია. ჩვენი კონცეფციაც სწორედ ამ იდუმალ ხელოვნების ნიმუშს ეძღვნება, ამაყები ვართ წარმოვადგინოთ […]

ხაჭაპურის მომზადების ხარჯები კიდევ გაიზარდა გამოქვეყნდა: 14 წუთის წინ

სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ, 2024 წლის მაისსში 5.83 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი ავრცელებს და წერს, რომ წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის ღირებულება 6.5%-ით შემცირდა. თუმცა წლიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა. “წლიურად ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა თბილისში, თელავსა და ქუთაისში, ბათუმში კი შემცირდა. 2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული […]

დაგვიანებული ჩარიცხვების გამო, კლინიკები კრიზისულ სიტუაციაში არიან – ასოციაცია DRG-ზე

DRG-ის სქემით დაფინანსების მექანიზმის ცვლილების აუცილებლობა ისევ დღის წესრიგშია. სქემის განახლებისთვის სტაბილური ინსტრუმენტების შექმნაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. მან ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა არ დააკონკრეტა რა ინსტრუმენტების შექმნაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის დაეხმარება მოდელის სისტემურად გაუმჯობესებას. ის რომ DRG-ის მოდელი ხარვეზიანია, ამაზე საჯაროდ საუბარი სექტორის წარმომადგენლებმა ამოქმედებიდან მალევე დაიწყეს. ახალ […]

Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები აპრილში 4,5%-ით შემცირდა

Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები აპრილში შემცირდა, ჩინეთსა და იაპონიაში მოთხოვნის შემცირების გამო. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, აპრილში გლობალური გაყიდვები 4,5%-ით შემცირდა და 835 788 ავტომობილი შეადგინა. წარმოება, Daihatsu Motor Co-ს შვილობილი კომპანიების ჩათვლით. ხოლო შპს „ჰინო მოტორსის“ გაყიდვები 8,8%-ით შემცირდა 816 601-მდე. ჩინეთში გაყიდვები 27%-ით დაეცა, იაპონიაში 14%-ით. ამავდროულად, ევროპაში გაყიდული მანქანების რაოდენობა გაიზარდა 20%-ით, ჩრდილოეთ […]

ლექსმანი ენმ-ზე თავდასხმაზე: დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი რეაგირებას მოითხოვს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. “ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს”, – წერს ევროპარლამენტარი X-ზე. ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს […]

“არ აქვს მნიშვნელობა რა სახით იძალადებ” – ბოჭორიშვილმა ხალხის დარბევა დეპუტატებზე აზრის გამოხატვასთან გააიგივა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა და მთავრობის მიერ აქციის მონაწილეების ძალადობრივი გზებით დარბევა ხალხის მიერ დეპუტატების შესახებ აზრის გამოხატვასთან გააიგივა: „არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად ძალადობ ადამიანზე თუ ფსიქოლოგიურად, რაშიც არიან ჩართული, ამ ბულინგში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე მხრივ ეს იმას აჩვენებს, რომ მათმა გეგმებმა და სურვილებმა, რაც ქვეყნის სრულად არასტაბილურ გარემოში […]

ცოტნე კობერიძე – სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს

სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, – აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. „სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, – წერს კობერიძე.

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის” ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველთვიურად, 20 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 34 წერტილში ახორციელებს. აღნიშნული კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში, […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას დათანხმდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სამეტაპიან გეგმას დათანხმდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად წარდგენილ სამეტაპიან გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს და უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელის მხარე […]

პუტინი გადასახადებს ზრდის – გაიგეთ რატომ

ომს სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება. ვლადიმირ პუტინმა გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა. ასეთი რამ არ მომხდარა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. რუსეთში იწყება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს პროგრესული გადასახადების შემოღებას. სიახლე გავრცელდება საშემოსავლო გადასახადზე ფიზიკური პირებისთვის და მოგების გადასახადზე კომპანიებისთვის. ეკონომისტების შეფასებით, სიახლემ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციის ზრდა, თუმცა, მათი […]