ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპანია […]
ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე – გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც, სულ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი აღმოჩნდება ხოლმე, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც

გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც, სულ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი აღმოჩნდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე, სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ მას მოქალაქე “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებს, სანიკიძის თქმით, ასეთი ადამიანები, ბოლოს “ნაციონალური მოძრაობის ” აქტივი აღმოჩნდება ხოლმე და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მისივე თქმით, მეორე მოქალაქესთან […]
ღარიბაშვილის თქმით, III მსოფლიო ომის ალბათობაზე რუსეთი და ნატოს სახელმწიფოები საუბრობენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „უკრაინაში ომი არ ჩერდება“ და ბირთვული ომის რიტორიკა ისმის დაპირისპირებული ძალების — რუსეთისა და დასავლეთის — ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან. ღარიბაშვილმა ამბობს, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ოქტომბერში არჩევანი ერთი მხრივ, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორისაა. […]
G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი SPFS-ის მომხმარებელი ბანკებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავენ

G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი იკვლევენ გზებს, რათა უფრო მკაცრი მიდგომა დანერგონ იმ ბანკების მიმართ, რომლებიც მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დისკუსია იტალიაში G7-ის ივნისის სამიტის წინ მიმდინარეობს, რომელზეც მთავრობის მეთაურები აპირებენ შეთანხმდნენ ზომების ერთობლიობაზე, რათა უფრო ეფექტურად აღასრულონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. სანქციების ახალი პაკეტის […]
აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

აშშ, იაპონია და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, რომ ამ ზაფხულს ჩაატარებენ სამმხრივ ერთობლივ სამხედრო წვრთნას – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 2 ივნისს, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, მინორუ კიჰარამ და სამხრეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა, სინ ვონ სიკმა შეხვედრა გამართეს სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის პარალელურად. მინისტრები “გამოვიდნენ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის უფლება უნდა მისცეს. სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა დაუშვა, მაგრამ მისი თქმით, ასევე უნდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე. “საკმარისია ეს“ […]
ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ქუთაისის მერიამ პატარებს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ახალგაზრდობის პარკში უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბავშვებისთვის პარკში გასართობი სივრცეები მოწყობილი იყო, ასევე, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა იზრუნეს. „ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ ყველა პატარას! ბავშვები უნდა […]
ჯო ბაიდენის გეგმა, ღაზასთან დაკავშირებით, არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ისრაელი მას თანხმდება – ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე, ოფირ ფალკი ადასტურებს, რომ ისრაელმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ჩარჩო შეთანხმება ღაზაში ომის შესაჩერებლად, თუმცა აცხადებს, რომ ის ხარვეზებს შეიცავს და გაცილებით მეტ სამუშაოს საჭიროებს. “ეს არის გარიგება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით – ეს არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ძალიან გვინდა მძევლების გათავისუფლება, ყველა მათგანის გათავისუფლება. ბევრი დეტალია […]
ხაზარაძე: ღარიბაშვილო, მამის მილიონებით გატუტუცებულო, სინამდვილეში კორუმპირებული ხარ

ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ! თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემო უკვე შემოსული იქნებოდა, […]
მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება

ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვება, ხოლო ქვეყნის […]