სალომე ზურაბიშვილი – „ოფშორების კანონი“ ტოტალურად არაგამჭვირვალეა, კიდევ ცვლილებები იქნა მიღებული, რაც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ გავუმკლავდებით – ასევე, მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „რუსულ კანონზე“ ფოკუსირების ფონზე საჭირო ყურადღების მიღმა დარჩა სხვა კანონები, რომელიც პარლამენტმა „სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით“ მიიღო. პრეზიდენტი მათ შორის ასახელებს, ე.წ. ოფშორების კანონს და მას „ტოტალურად არაგამჭვირვალეს“ უწოდებს. ამასთან, პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას გაუმკლავდებიან. კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას, რომელსაც პრეზიდენტი ხაზს […]
მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა ან ევროპის მიმართულებით განვითარდება, ან ჩარჩება რუსული ზეგავლენის ქვეშ

საუბარი არ არის ერთიან სიაზე, ეს არის ეროვნული და ევროპული ნიშნით იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელ და ცივილურ სამყაროსთან და სწრაფად შევიდეს ევროკავშირში , – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ მედიასთან აღნიშნა, “ქართული ქარტია” არის ერთობა, მაგრამ […]
ანა წითლიძე – პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით პრეზიდენტთან მიღებაზე განიხილეს “ქართული ქარტიის” მნიშვნელობა. როგორც მიღების დასრულების შემდეგ წითლიძემ განაცხადა, ეს არ არის ტექნიკური ერთობა და ვინ რა ფორმატით გაერთიანდება, ეს არის თითეული პოლოტიკური პარტიის გადაწყვეტილება. “შეხვედრა ეხებოდა ქარტის, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ვისაუბრეთ ამ ქარტიის მნიშვნელობაზე, იმაზე, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ […]
,,ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”- სალომე ზურაბიშვილი

ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზოციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლების მიღებაზე განაცხადა, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მთელი ფოკუსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე იყო, რის გამოც ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა. […]
„სსფ-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გატარებული რეფორმები“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათვე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს, ფინანსურ სექტორში კაპიტალისა და ლიკვიდურობის […]
„2023 წელს ფიქსირებულ ინტერნეტს 1.115 მილიონი აბონენტი ჰყავდა“ – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.115 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 39.1 ათასი აბონენტით მეტია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა – 3.6%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 4%-ით არის გაზრდილი. „ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აბონენტების […]
„ჰამასი“ არის ერთადერთი მხარე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ბლოკავს“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ არის ერთადერთი მხარე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ბლოკავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „მსოფლიომ და პალესტინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელს უშლის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, არის „ჰამასი“. წარდგენილი შეთავაზება თითქმის იდენტურია იმის, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ ამბობდნენ, რომ დათანხმდებოდნენ. ახლა დროა, იმოქმედონ“, […]
ჯერ არ დაგვისანქცირებია კონკრეტული პირები, მაგრამ ამაზე არ ვიყოყმანებთ — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს, 3 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კითხვას უპასუხა რუსული კანონის გამო ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე. მილერს ჰკითხეს, ხომ არ არის თბილისის მერი კახა კალაძე შეყვანილი შეცდომაში, როცა ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რის გამოც დასანქცირდებიან. „ჩვენ განვაცხადეთ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ახალი მიდგომის შესახებ. ჩვენ ჯერ არ […]
მოსკოვი იმუქრება. რატომ აშინებს რუსეთს დასავლეთის ახალი გადაწყვეტილება?

„ფატალური შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს კიევისათვის რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებას”, – განაცხადა 3 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. “მინდა გავაფრთხილო ამერიკელი მოღვაწეები მათ არასწორ გათვლებზე, რომლებსაც შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი სათანადოდ არ აფასებენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც შეიძლება მათ მიიღონ“, -თქვა რიაბკოვმა. რუსი დიპლომატის ეს გაფრთხილება […]
ეს ვერ იქნება ცალკეული პარტიების გამარჯვების არჩევნები – პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შეხვდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს. “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერისთვის ოპოზიციონერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მიდიოდნენ. “მესმის პოლიტიკური პარტიების წუხილი ზოგჯერ მაგრამ ეს ვერ იქნება ცალკეული პოლიტიკური პარტიების გამარჯვების არჩევნები”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე და თქვა ისიც, რომ ესაა ევროპული გზის […]