ზურაბ ჯაფარიძე – სამუშო ძალიან ბევრია, მთავარი ამოცანაა, არჩევნებზე მოსახლობის მაღალი გამოცხადება, ამ შემთხვევაში არანაირი გაყალბება არ უშველით, არანაირი სუს-ი და “ხარება”

“ქართული ქარტია” ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი აპირებს ქარტია გააცნოს დასავლელ პარტნიორებს და იქაც მოიპოვოს ამ რეფორმების მხარდაჭერა , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან მიღების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა შეეხებოდა იმ რეფორმებს, რომელიც გასატარებელი იმისათვის, რომ ევროკავშიერმა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გახსნას. […]
ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პროკურატირას მიმართავენ. როგორც ისინი განმარტავენ, ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარები ხორციელდება. “ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. […]
ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რატომ არ მოაწერა პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ქარტიას“ ხელი

გაუგებარია, როცა ერთი მხრივ ამბობ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია და აუცილებელია ხალხის მაქსიმალური მობილიზება და მეორე მხრივ, ამბობ, რომ ამ მობილიზების ფასი მხოლოდ ერთი წელიწადია , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან ერთ წელიწადში რიგგარეშე […]
მეთიუ მილერი – სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია – მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავთ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. „ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი […]
თინა ხიდაშელი – ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ – ის იმუქრება, მე კი ვეუბნები: დაველოდებით და ვნახავთ!

ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ , – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან, „არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების […]
“მემორანდუმში მითითებული თანხა, 20 მლნ ლარს ბევრად აღემატება”- BGA-მ “საქართველოს განათლების ჯგუფის” განცხადებას უპასუხა

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას “ბრიტანულ ქართული აკადემიის” პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადებაში ნახსენები 20 მლნ ლარის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც „საქართველოს განათლების ჯგუფი“ კომპანიაში გეგმავს, პირველად ესმის და მემორანდუმში მითითებული თანხა, რომელიც ორი ახალი კამპუსის აშენებას უნდა მოხმარებოდა, 20 მლნ ლარს ბევრად აჭარბებს. საქმე ისაა, […]
„ევროკავშირისა და ამერიკის მტერი ქვეყნების პარტნიორი ვხდებით, თან იმას გავიძახით, არ უნდა დაგვასანქცირონო… მეგობრის მტერს როცა ემეგობრები, შენი მეგობარი უკვე ის არის“ – სოსო ცინცაძე

„ევროკავშირისა და ამერიკის მტერი ქვეყნების პარტნიორი ვხდებით, თან იმას გავიძახით, არ უნდა დაგვასანქცირონო… მეგობრის მტერს როცა ემეგობრები, შენი მეგობარი უკვე ის არის“ – სოსო ცინცაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე. –ბატონო სოსო, „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ჩვენს ხელისუფლებას დასანქცირებით ევროპა ცალკე ემუქრება და ამერიკა – ცალკე. ასევე, ლაპარაკია იმაზეც, რომ ქვეყანასაც […]
ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ არ ვიყოყმანებთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები “ჯერ” არ გამოცხადებულა, თუმცა “არ იყოყმანებენ”. 3 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. აგენტების კანონი. “ჩვენ საკმაო შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამო, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს. სამოქალაქო […]
უკვე ოფიციალურად – მბაპე “რეალის” ფეხბურთელია!

საფრანგეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე “რეალში” გადავიდა, – იტყობინება მადრიდული კლუბის საიტი, რომელსაც შემომსვლელთა განუსაზღვრელი რაოდენობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დროებით მუშაობა შეწყვიტა. თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფმა მბაპემ “რეალთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “რეალში” გადაბარგებას გასულ წელს აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და პსჟ-ში დარჩა. მბაპე 308 მატჩში გატანილი 256 გოლით პსჟ-ის ისტორიაში […]
მილერი: ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე

„ეს მოქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ამ ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ ჩვენს ქმედებებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე პასუხად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა. საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს სწორედ ის, რომ „ეს კანონი აშორებს საქართველოს თავის დემოკრატიულ ტრაქტორიას […]