როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, […]

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით, 05:30 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფსორი იყო.ცნობისთვის, რაჭაში პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ირთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.

2023-ში „მაგთიკომს“ შემოსავალი 42 მლნ-ით, „სილქნეტს“ – 35 მლნ-ით, და „სელფის“ 14 მლნ ლარით გაეზარდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 92 მილიონი ლარით გაიზარდა და 788 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 49% – „მაგთიკომმა“, 35% – „სილქნეტმა“, ხოლო 16% – „სელფი მობაილმა“ შეადგინეს. „მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 42 მილიონი ლარით მეტი მიიღო და სულ 385 მილიონი შეადგინა. „სილქნეტისთვის“ შემოსავალი […]

ხვალ პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. „ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს. გელოდებით პარლამენტის წინ!“ – აღნიშნავს „დაფიონი“ აქციის […]

შავი ფულის ბაზარი თუ შეღავათები ბიზნესს – აქცევს თუ არა „ოფშორების კანონი“ საქართველოს სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარ ქვეყნად?

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილა და ორ დღეში სამი მოსმენით დაამტკიცა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებს, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაუფორმებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიზნად არის დასახელებული, რომ „ეს წაახალისებს ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესს“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა […]

დაღალე რეჟიმი! – პარლამენტთან აქცია გაიმართება

დაღალე რეჟიმი! ამ მოწოდებით ხვალ, 5 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება. ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონია”. “ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც “ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.გელოდებით პარლამენტის წინ!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ათასობით ადამიანის […]

აშშ-ში ჯო ბაიდენის შვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

ამერიკის დელავერის შტატში დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის 53 წლის ჰანტერ ბაიდენის სასამართლო პროცესი, რომელსაც 2018 წელს ნარკოტიკების სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი სასამართლოში 3 ივნისს, ორშაბათს დილით მივიდა. მოგვიანებით მას პირველი ლედი ჯილ ბაიდენი შეუერთდა. თავად პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა, თუმცა ცალკე განცხადებაში […]

დღეიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ძალაში შედის

დღეიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ძალაში შედის. კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი გუშინ მოაწერა. კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ […]

მედია – შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ოთხი ათასამდე ჯარისკაცი დაიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Swissinfo ავრცელებს. 5 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო სამიტისთვის სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებს. ასევე, ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამის ზომებს აძლიერებს. შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება. გუშინ, თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ […]

ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. დათა ჩხაიძე (82კგ) ჩემპიონი გახდა, რამაზ სილაგავა (55კგ) ვერცხლის მედალს, ხოლო გიორგი შოთაძე, დავით გვასალია (ორივე 67კგ), ანრი ფუტკარაძე (77კგ), ზურაბ მელაძე (82კგ) და რატი ტალიკაშვილი (130კგ) – ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სომხეთში ქართველი მოჭიდავეები მწვრთნელებმა ჯემალ […]