პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს დამტკიცებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს. კომიტეტი მათთან გასაუბრებას 7 ივნისს გეგმავს. მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან […]
სანქციები, გაწევრების გაყინვა – ესტონეთის პარლამენტში საქართველოზე განცხადება წარადგინეს

ესტონეთის პარლამენტში, რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა 44 დეპუტატის სახელით საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა განცხადება, რომელიც “საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობს”. აღნიშნული განცხადების პროექტში, პარლამენტი მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დააწესოს სანქციები, ასევე კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს. განცხადების პროექტში, რიიგიკოგუს დეპუტატები ქართული […]
კასპერსკის ლაბორატორიამ აღმოაჩინა გამოსასყიდი პროგრამა, რომელიც იყენებს Windows-ის ლეგიტიმურ ფუნქციას

„კასპერსკის ლაბორატორიის“ გლობალური კიბერ ინციდენტების რეაგირების ჯგუფის ექსპერტებმა (Kaspersky GERT) დააფიქსირეს თავდასხმები კორპორატიულ მოწყობილობებზე ახალი გამოსასყიდის პროგრამის გამოყენებით, რომელიც იყენებს BitLocker-ს. ეს არის Windows-ის უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაიცვათ თქვენი მონაცემები დაშიფვრის გამოყენებით. მავნე პროგრამას ეწოდება ShrinkLocker. კომპანია იუწყება, რომ თავდამსხმელებმა შექმნეს მავნე სკრიპტი VBScript-ში, პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება Windows კომპიუტერებზე ამოცანების ავტომატიზაციისთვის. ეს […]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს […]
თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შესახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ. კონფერენციაზე დამსწრე ბიზნესები გაეცნენ უზბეკეთის ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს, რომელიც მათ […]
2024 წელს საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო 6.3 მლრდ ლარის ამოღებას აპირებს – Gnomon Wise

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise საშემოსავლო გადასახადისა და სასურველი საგადასახადო პოლიტიკის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 86 მლრდ ლარზეა დაგეგმილი, საიდანაც ხელისუფლება, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 7.3%-ის ანუ 6.3 მლრდ ლარის ამოღებას აპირებს. 2004 წლამდე საშემოსავლო გადასახადი და სოციალური გადასახადი საქართველოში, ჯამში, 53%-მდეც კი ადიოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული […]
სამეგრელოში ტერიტორიები ფაროსანას საწინააღმდეგო თერმული ნისლით მუშავდება

აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი. […]
“მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „რუსულ კანონზე“ ფოკუსირების ფონზე საჭირო ყურადღების მიღმა დარჩა სხვა კანონები, რომელიც პარლამენტმა „სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით“ მიიღო. პრეზიდენტი მათ შორის ასახელებს, ე.წ. ოფშორების კანონს და მას „ტოტალურად არაგამჭვირვალეს“ უწოდებს. ამასთან, პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას გაუმკლავდებიან. კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას, რომელსაც პრეზიდენტი ხაზს […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან. ისინი, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და სხვა წევრებს შეხვდებიან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვდება და მათ თავდასხმისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს რამდენიმე ათეული […]
Spotlight Tech 2024-ზე საქართველოს ბანკის იდეათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

1-2 ივნისს თბილისში Spotlight Tech 2024 გაიმართა. ღონისძიებამ ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა და მათ შთამაგონებელი გამოსვლებითა და სხვადასხვა აქტივობით უმასპინძლა. საქართველოს ბანკმა კი, როგორც ღონისძიების წარმდგენმა, Spotlight Tech 2024-ის სტუმრებისთვის იდეათონი ჩაატარა. შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 24 საათის განმავლობაში ემუშავათ საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალების ან პროდუქტების იდეებზე, რომელიც საბანკო ან არასაბანკო მიმართულებით […]