“ნაპოლის” პრეზიდენტი ახალ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის 250 მილიონს გამოუყოფს – კონტეს სიაში ორი უკრაინელი ფეხბურთელია

იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება და ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდება. Il Mattino-ს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ დამრიგებელს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. გამოცდილი დამრიგებლის მიზანი “მარადონაზე” ორი უკრაინელი ფეხბურთელის, “ჟირონას” ფორვარდ არტემ დოვბიკისა და “შახტარის” შემტევ გეორგი სუდაკოვის მოყვანა ყოფილა. ამას […]
2023 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტების რიცხვი 200 000-ით გაიზარდა და 4.3 მლნ შეადგინა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2023-ში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 200 000-ით გაიზარდა და 4.3 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 6%-ით გაიზარდა და […]
გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის – ოლაფ შოლცი

„გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქებია, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით. შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის […]
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა – როგორ ემზადება ფოთის მე-3 საჯარო სკოლა ფინალური ტურისთვის?

ახალგაზრდებში STEM მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისა და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა STEM ოლიმპიადას ახორციელებენ. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა 200-მდე სკოლამ მიიღო, ფინალურ ტურში კი 10 სკოლა გადავიდა. ფინალისტებს შორის არის ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაც. ფინალური ტური მოსწავლეებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, შესაბამისად, ისინი ამოცანებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7900 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7900 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7904 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 3 ივნისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7914 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0236 ლარია.
პაპუაშვილმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აკრძალვას, ისე მაუწყებლების და ხელოვნების […]
თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შესახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ. კონფერენციაზე დამსწრე ბიზნესები გაეცნენ უზბეკეთის ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს, რომელიც მათ […]
ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ – შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო […]
პეტრე ცისკარიშვილი – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, ვანდალიზმი, ძალადობა – მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს რადგან საკუთარი თვალით ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იცოდნენ, თუ როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება საქართველოში “საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ “ქართული ოცნების” რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის […]
„ქართული ოცნება“ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, […]