სეს-ის უფროსის მოადგილე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ვიცეპრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 91-ე გენერალურ სესიაზე საქართველოს დელეგატი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ევროპის რეგიონული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, ხმათა უმრავლესობით, მეორედ აირჩიეს. ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა საქართველოს დელეგატის ერთწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნული მანდატი ამჯერად სამი წლის ვადით მიანიჭეს. „წელს, როცა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო […]
შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის პოზიციის შესახებ – ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პოზიცია, რომელმაც რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. „რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. […]
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. „საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო […]
პრემიერი – ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა – ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაუჭირა ჩინეთმა გაეროს რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარი. “გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა – ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა […]
ირაკლი კობახიძე – ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროპაგანდისგან დავიცვათ მოსახლეობა

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ეხებოდა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. „ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ […]
სერგო ჩიხლაძე – კონგრესში ორპარტიული გზავნილები იყო, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება

ივანიშვილის მიზანი დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ – ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამ ბრძოლაში ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც კონგრესში “მეგობრობის აქტის” განხილვას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი, […]
უკრაინის საგარეო უწყება „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გლობალური სამშვიდობო სამიტი მომავალ კვირას შვეიცარიაში გაიმართება, სადაც „ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობის აღდგენისთვის გულწრფელად ისწრაფვის, მისი წარმატებისთვის ერთად უნდა იმუშაოს და ძალისხმევა სამიტისთვის ძირის გამოსათხრელად არ უნდა მიმართოს“. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლის სამიტში მონაწილეობა […]
შალვა პაპუაშვილი – მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია

მძიმე მოსასმენია, როცა კონგრესში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ანტიქართულ დეზინფორმაციას იმეორებენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მის მიმართ მოპყრობა არის ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გაუგებარია, რა შეიძლება იყოს კიდევ არგუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას ორი წლის განმავლობაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ უწევდა […]
შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „შულავერის კომიტეტის“ წევრები

26 ოქტომბერს ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება” და მეორე მხარეს შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა მისივე თით, ომის და ღალატის ქარტიას საქართველოში წარმატების შანსი არასდროს ჰქონია და არც ექნება. “26 ოქტომბერს იქნება ორი ფლანგი მხოლოდ და არჩევანი იქნება ორი: ერთ მხარეს იქნება “ქართული ოცნება“ […]
“თვალს ვადევნებდი კონგრესში მოსმენას და ყურში ჩამესმოდა: “ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ – გაიხადეს სულგაყიდულმა ადამიანებმა” – ბექა ოდიშარია

მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას [კონგრესში] და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ, თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება ჯერ უნდა […]